მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვლადიმერ პუტინი 19-20 მაისს ჩინეთს ეწვევა - კრემლი
ვლადიმერ პუტინი 19-20 მაისს ჩინეთს ეწვევა - კრემლი

ვლადიმერ პუტინი 19-20 მაისს ჩინეთს ეწვევა - კრემლი

BM.GE16 მაისი, 2026, 18:29|bm.ge

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 19-20 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ლიდერის ვიზიტი ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიწვევით შედგება.

რუსული მხარის განმარტებით, პუტინის ვიზიტი ეძღვნება ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების 25 წლისთავს, რაც ორმხრივი ურთიერთობების ფუნდამენტურ დოკუმენტს წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლიდერების შეხვედრა, სადაც ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებს. გარდა ამისა, მხარეები აზრს გაცვლიან ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ პრობლემებზე.

ორმხრივი მოლაპარაკებების გარდა, პროგრამა რამდენიმე ოფიციალურ ღონისძიებას ითვალისწინებს:

ორი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობას მიიღებს რუსეთისა და ჩინეთის განათლების წლების (2026–2027 წლები) გახსნის საზეიმო ცერემონიაში;

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ იგეგმება უმაღლეს დონეზე ერთობლივი განცხადების ხელმოწერა;

ხელი მოეწერება არაერთ ორმხრივ სამთავრობო, უწყებათაშორის და სხვა სახის დოკუმენტს.

ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდება ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერს, ლი ციანს. კრემლის ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი ჩინეთში მიმდინარე კვირაში 13-15 მაისს იმყოფებოდა. შემოდგომაზე კი სი ძინპინის აშშ-ში ვიზიტია დაგეგმილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE