მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო ერთმანეთს შეხვდნენ - რაზე ისაუბრეს?
ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო ერთმანეთს შეხვდნენ - რაზე ისაუბრეს?

ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო ერთმანეთს შეხვდნენ - რაზე ისაუბრეს?

BM.GE27 ივნისი, 2026, 11:30|bm.ge

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო 26 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაში ჩავიდა, რომელიც ვალდაიში მდებარეობს.

ვიზიტს წინ უსწრებდა ლუკაშენკოს განცხადება, რომლის თანახმადაც ის ბელარუსში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წარმომადგენლებს შეხვდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვიზიტის უჩვეულოობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ შეხვედრა პუტინის ვალდაის რეზიდენციაში გაიმართა, სადაც ის უცხოელ ლიდერებს იშვიათად მასპინძლობს.

კრემლის განცხადებით, ორ ლიდერს შორის პირისპირ გამართულ მოლაპარაკებებზე "სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელება და რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები" განიხილეს.

ანალოგიური განცხადება გამოაქვეყნა ბელორუსულმა Telegram არხმა "Pul Pervogo", რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ლუკაშენკოს პრესსამსახურთან.

პესკოვის თქმით, შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებების გაკეთება დაგეგმილი არ ყოფილა.

19 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოს ულტიმატუმი წაუყენა და მოსთხოვა, ერთი კვირის ვადაში აეღო ის რეტრანსლატორები, რომლებიც უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის რუსული დრონების მართვაში გამოიყენებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უკრაინა ამას თავად გააკეთებდა.

24 ივნისს კი უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ჩერნიჰივის ოლქის გავლით უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული თავდამსხმელი დრონების შესვლის კლების შესახებ განაცხადა. უწყების ცნობით, ბოლო დღეებში ბელარუს-უკრაინის საზღვარზე Shahed-ის ტიპის დრონების მასობრივი ფრენები აღარ დაფიქსირებულა.

მოგვიანებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ რეტრანსლატორებმა, რომლებიც რუსულ დრონებს ეხმარებოდნენ, ბელარუსის ტერიტორიაზე მუშაობა 22 ივნისს შეწყვიტეს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მსოფლიოში ყველაზე მეტი მილიარდერი ჩინეთში ცხოვრობს - Global Rich List 2026

მსოფლიოში ყველაზე მეტი მილიარდერი ჩინეთში ცხოვრობს - Global Rich List 2026

BM.GE

როგორ პასუხობს თანამედროვე დეველოპმენტი მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს?- „იდეა დეველოპმენტის“ ხედვა

როგორ პასუხობს თანამედროვე დეველოპმენტი მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს?- „იდეა დეველოპმენტის“ ხედვა

BM.GE

0%-იანი განვადება - მითი თუ რეალობა?

0%-იანი განვადება - მითი თუ რეალობა?

BM.GE

ტურიზმის ადმინისტრაციამ ქართული სუვენირების სტრატეგიის შექმნაზე ₾108 ათასი ხელშეკრულება გააფორმა

ტურიზმის ადმინისტრაციამ ქართული სუვენირების სტრატეგიის შექმნაზე ₾108 ათასი ხელშეკრულება გააფორმა

BM.GE