მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტურიზმის ადმინისტრაციამ ქართული სუვენირების სტრატეგიის შექმნაზე ₾108 ათასი ხელშეკრულება გააფორმა
ტურიზმის ადმინისტრაციამ ქართული სუვენირების სტრატეგიის შექმნაზე ₾108 ათასი ხელშეკრულება გააფორმა

ტურიზმის ადმინისტრაციამ ქართული სუვენირების სტრატეგიის შექმნაზე ₾108 ათასი ხელშეკრულება გააფორმა

BM.GE27 ივნისი, 2026, 13:26|bm.ge

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 108 670 ლარის ხელშეკრულება გააფორმა სუვენირების სტრატეგიისა და საკომუნიკაციო გეგმის შექმნაზე.

შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტით ეს სერვისები ადმინისტრაციას შპს გალილეო სტრატეჯიმ წლის ბოლომდე უნდა მოუმზადოს.

ტურიზმის ადმინისტრაციაში BMG-ის უთხრეს, რომ დაიწყეს ახალი პროექტის განხორციელება, რომლის მიზანია, ქართული სუვენირების განვითარების ახალი სტანდარტის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ქვეყნის კულტურული იდენტობის უფრო სრულყოფილად წარმოჩენა საერთაშორისო აუდიტორიისთვის.

"საქართველო ის ქვეყანაა, რომლის იდენტობა მდიდარ და კულტურულად მრავალფეროვან მემკვიდრეობას ეფუძნება - ისტორიას, ხელოვნებას, ტრადიციებს, გემოებსა და ადამიანურ ისტორიებს. სწორედ არსებული მრავალფეროვნება ქმნის იმ უნიკალურ ღირებულებით მაგალითს, რომელიც საერთაშორისო აუდიტორიამდე ხშირად სუვენირების საშუალებით აღწევს.

დღეს სუვენირი მხოლოდ მოგზაურობისას შეძენილი სიმბოლური ნივთი აღარ არის - მას მეტად მნიშვნელოვანი როლი აქვს. ის ქვეყნის კულტურისა და ხასიათის ერთგვარი წარმომადგენელია, რომელიც ემოციასა და მოგონებების კაპიტალს ატარებს. ხშირად სწორედ სუვენირი ხდება ის ისტორია, რომელიც ადამიანს საკუთარ ქვეყანაში მიაქვს. შესაბამისად, თუ როგორ წარმოაჩენს ქვეყანა საკუთარ თავს სუვენირების მეშვეობით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის საერთაშორისო აღქმასა და იმიჯზე.

პროექტი არ შემოიფარგლება მხოლოდ ვიზუალური კონცეფციით. იგი ქმნის პრაქტიკულ ინსტრუმენტს კერძო სექტორისთვის - მზა იდეებს, დიზაინებსა და მიმართულებებს, რომლებიც მცირე ბიზნესებსა და მეწარმეებს საშუალებას მისცემს შექმნან ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი, ისტორიულად და კულტურულად სწორი პროდუქცია.

შესაბამისად, პროექტის მიზნად განისაზღვრა, სუვენირების ბაზარზე ახალი სტანდარტის დამკვიდრება, საქართველოს სწორი და მიმზიდველი კუთხით წარმოჩენა საერთაშორისო მოგზაურებისთვის, ასევე ბაზრის განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩაატარა კველვა შემსრულებელ კომპანიაზე შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე:

• ბრენდის სტრატეგიის შექმნა • საკომუნიკაციო გეგმის კონცეფციის განსაზღვრა • სოცმედია პოსტებისთვის ვიზუალური შაბლონებისა და ტექსტების დამზადება • ვიზუალური იდენტობის გაიდლაინი/სახელმძღვანელოს შექმნა (ლოგო, ფერები, ტიპოგრაფია, პრეზენტაციის შაბლონი, გამოყენების წესები) • სუვენირების დიზაინის ციფრული კატალოგის მომზადება (არანაკლებ 30 ერთეული, 2D და 3D ფორმატის ბეჭდვისთვის მზა ფაილები)

წარმოდგენილი წინადადებების შეფასებისა და კომპლექსური ანალიზის შედეგად, პროექტის განმახორციელებელ კომპანიად შეირჩა შპს „გალილეო“.

შერჩევის პერიოდიდან 20 კვირის განმავლობაში კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ზემოხსენებული ჩასაბარებელი მასალა, რომლის პრეზენტირება მოხდება კერძო სექტორთან და პროექტი არ შემოიფარგლება მხოლოდ აღნიშნული ფაზით (30 ელემენტი) და იგი განხორციელდება ეტაპობრივი განვითარების პრინციპით, რომლის ფარგლებშიც დაემატება ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების განახლებული და მრავალფეროვანი თემატიკის სუვენირები", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია შარშან არის რეგისტრირებული და მისი დირექტორი (34%-იანი წილის მეწილე) ნიკოლოზ რუხაძეა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მუნიციპალური განვითარების ფონდი რეგიონებში 15 500 ხის დარგვას გეგმავს

მუნიციპალური განვითარების ფონდი რეგიონებში 15 500 ხის დარგვას გეგმავს

BM.GE

"ვფიქრობთ, ძალიან საინტერესოები ვიქნებით" - ჰერბია" აგროტურისტულ მიმართულებას ავითარებს

"ვფიქრობთ, ძალიან საინტერესოები ვიქნებით" - ჰერბია" აგროტურისტულ მიმართულებას ავითარებს

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე მეტი მილიარდერი ჩინეთში ცხოვრობს - Global Rich List 2026

მსოფლიოში ყველაზე მეტი მილიარდერი ჩინეთში ცხოვრობს - Global Rich List 2026

BM.GE

როგორ პასუხობს თანამედროვე დეველოპმენტი მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს?- „იდეა დეველოპმენტის“ ხედვა

როგორ პასუხობს თანამედროვე დეველოპმენტი მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს?- „იდეა დეველოპმენტის“ ხედვა

BM.GE