მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. WB-მა საქართველოს რკინიგზისთვის და კახეთის მაგისტრალისთვის $372 მილიონის სესხი დაამტკიცა
WB-მა საქართველოს რკინიგზისთვის და კახეთის მაგისტრალისთვის $372 მილიონის სესხი დაამტკიცა

WB-მა საქართველოს რკინიგზისთვის და კახეთის მაგისტრალისთვის $372 მილიონის სესხი დაამტკიცა

BM.GE3 ივნისი, 2026, 11:42|bm.ge

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს საქართველოსთვის 372 მილიონი დოლარის საკრედიტო დაფინანსება დაამტკიცა, რომელიც საქართველოს რკინიგზის მიერ ახალი ლოკომოტივების შესყიდვას და კახეთში ბადიაური-ბაკურციხის ოთხზოლიანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსებას.

ამასთან, როგორც მსოფლიო ბანკი უთითებს, ეს კრედიტი იქნება უფრო მსხვილი - $750-მილიონიანი საკრედიტო ხაზის ნაწილი, რადგანაც პროექტის დაფინანსებაში ჩართვას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) და აზიის განვითარების ბანკი (ADB) გეგმავენ. თუმცა, მათ მიერ აღნიშნული სესხები ჯერჯერობით საბოლოოდ დამტკიცებული არაა.

ჯერჯერობით უცნობია როგორ ნაწილდება დაფინანსება საქართველოს რკინიგზის მიერ ლოკომოტივების შესყიდვას და კახეთის მაგისტრალის განვითარებას შორის, თუმცა BMG შეეცდება რომ აღნიშნული დეტალები ფინანსთა სამინისტროსთან და მსოფლიო ბანკთან გაარკვიოს.

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ამ პროექტით საქართველო ისწრაფვის უკეთესი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობისკენ, რამაც ქვეყნის როგორც რეგიონში საიმედო ლოგისტიკური პარტნიორის ფუნქცია უნდა განამტკიცოს.

"საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით ავაშენოთ თანამედროვე სატრანსპორტო ქსელი, რომელიც რეგიონს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება. ეს ინვესტიციები მნიშვნელოვანია არა მარტო ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, არამედ მზარდი საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების და უფრო დივერსიფიცირებული, დაცული მიწოდების ჯაჭვების მხარდასაჭერადაც, რამდენადაც საქართველოს რკინიგზის და საგზაო კავშირების განახლება გააუმჯობესებს შუა დერეფნის ეფექტიანობას და გააძლიერებს რეგიონული კავშირების მდგრადობას,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

TC-GATE პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს სარკინიგზო სერვისების მოდერნიზაციას ახალი, ენერგოეფექტური ელექტროლოკომოტივების დაფინანსებით, რომლებიც ჩაანაცვლებს მოძველებულ პარკს და გააძლიერებს სს „საქართველოს რკინიგზის“ ოპერაციულ ეფექტიანობას, ფინანსურ მდგრადობას და მართვას. ეს განახლებები გააუმჯობესებს ლოკომოტივების ხელმისაწვდომობას 95%- -მდე, გადამზიდავებისთვის აამაღლებს მომსახურების საიმედოობას, და გაზრდის შემოსავლებს 20%- ით; ასევე ხელს შეუწყობს სარკინიგზო აქტივების საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში გამონაბოლქვის წმინდა შემცირებას 2.3 მილიონი ტონით.

საგზაო დაკავშირებადობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, პროექტი დააფინანსებს ავტომაგისტრალის ორი ოთხზოლიანი მონაკვეთის მშენებლობას საქართველოს სტრატეგიულ დერეფანსა და სასოფლო-სამეურნეო რეგიონში - კახეთში, კერძოდ, ბადიაური-ჩალაუბანი-ბაკურციხის მონაკვეთებს, ისევე როგორც გურჯაანისა და თელავის დამაკავშირებელ გზას. აღნიშნული დაახლოებით 43 წუთით შეამცირებს მგზავრობის დროს თელავსა და ფოთის საზღვაო პორტს შორის და აამაღლებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველო BSCEE-ის 2027 წლის თავმჯდომარე ქვეყნად აირჩიეს

საქართველო BSCEE-ის 2027 წლის თავმჯდომარე ქვეყნად აირჩიეს

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

"რკინიგზისა და გზების განახლება შუა დერეფნის ეფექტიანობას გაზრდის"- მინისტრი $372 მლნ-ის სესხზე

"რკინიგზისა და გზების განახლება შუა დერეფნის ეფექტიანობას გაზრდის"- მინისტრი $372 მლნ-ის სესხზე

BM.GE

ტერაბანკმა 8 მილიონი დოლარის მოცულობის ობლიგაციები განათავსა

ტერაბანკმა 8 მილიონი დოლარის მოცულობის ობლიგაციები განათავსა

BM.GE