
WELT-ის პორტფელს ელექტროობის ახალი საერთაშორისო ბრენდები დაემატა
თანამედროვე სამშენებლო და საინჟინრო სექტორში ხარისხიანი და საიმედო პროდუქციის შერჩევა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული სივრცეებისთვის. ამ მიმართულებით კომპანია WELT-ი ქართულ ბაზარს მაღალი ხარისხის MEP მასალებსა და აქსესუარებს სთავაზობს.
კომპანიის ასორტიმენტი მოიცავს ელექტრო, მექანიკურ, წყალგაყვანილობის, სახანძრო, კლიმატურ და გათბობის სისტემებისთვის პრემიუმ პროდუქტებს. WELT-ის მრავალფეროვან პორტფელს ელექტრობის მიმართულებით ორი მნიშვნელოვანი ევროპული ბრენდი TEM და Tehnoplast შეემატა.
ორივე ბრენდის პროდუქცია უკვე ხელმისაწვდომია WELT-ში და განკუთვნილია როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული და საინჟინრო პროექტებისთვის.
TEM ევროპული წარმოების პრემიუმ ხარისხის როზეტებისა და ჩამრთველების ბრენდია, რომელიც გამოირჩევა პრაქტიკულობითა და დახვეწილი ვიზუალით. ბრენდის ასორტიმენტში წარმოდგენილი სხვადასხვა ხაზი, ფერი და ფორმა არქიტექტორებსა და ინტერიერის დიზაინერებს საშუალებას აძლევს, ელექტრო აქსესუარები სივრცის საერთო კონცეფციას ბუნებრივად მოარგონ.
TEM-ის პროდუქცია გამოიყენება როგორც საცხოვრებელ ბინებსა და კერძო სახლებში, ისე სასტუმროებში, ოფისებსა და კომერციულ სივრცეებში. ბრენდს გამოარჩევს ხარისხიანი მასალა, გამძლეობა და მონტაჟის სიმარტივე, რაც მას პრაქტიკულ არჩევანად აქცევს როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის.
ველტში, უკვე ხელმისაწვდომია კიდევ ერთი ევროპული წარმოების ბრენდი - Tehnoplast-ი. კომპანია აწარმოებს საკაბელო არხებს, ელექტრო კარადებსა და სამონტაჟო სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფს ელექტრო და სუსტი დენების ქსელების უსაფრთხო და მოწესრიგებულ მუშაობას.
ეს სისტემები ტექნიკურ ქსელს უფრო ორგანიზებულს ხდის, ამარტივებს მის შემდგომ მომსახურებას და სივრცეს ვიზუალურად უფრო მოწესრიგებულ იერს სძენს.
Tehnoplast-ის გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პროექტებში, სადაც გადამწყვეტია სწორი დაგეგმვა, საიმედო მასალა და მონტაჟის სიმარტივე. მისი პროდუქცია ფართოდ გამოიყენება ოფისებში, საცხოვრებელ კომპლექსებში, კომერციულ ობიექტებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სასტუმროებში.
„საერთაშორისო გამოფენებს რეგულარულად ვსტუმრობთ, რათა ბრენდები არა მხოლოდ კატალოგით, არამედ უშუალოდ გავიცნოთ და შევაფასოთ. ხშირად გამოფენის შემდეგ პარტნიორების ქარხნებსაც ვსტუმრობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროდუქტის ხარისხი, წარმოების პროცესი და ის სტანდარტები, რომლებსაც ბრენდი ყოველდღიურად იცავს. საბოლოოდ, სწორედ ასე ვრწმუნდებით, რომ ქართული ბაზრისთვის შემოთავაზებული გადაწყვეტილებები პასუხობს, როგორც პროფესიონალების მოთხოვნებს, ისე WELT-ის ხარისხის სტანდარტს“, - აცხადებს WELT-ის ელექტროობის მიმართულების ხელმძღვანელი ავთანდილ ლალიაშვილი.
WELT წარმოადგენს Infinity Ventures Holding-ის წევრ კომპანიას და საქართველოში ახორციელებს საინჟინრო, კლიმატური, აუდიო-ვიდეო და სხვა ტექნოლოგიური სისტემების იმპორტსა და დისტრიბუციას საერთაშორისო ბრენდების ფართო პორტფოლიოთი.
BM.GE
წყარო: bm.ge