მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Wolt ზაფხულის საფეხბურთო სეზონს სპეციალური შეთავაზებებით ხვდება
Wolt ზაფხულის საფეხბურთო სეზონს სპეციალური შეთავაზებებით ხვდება

Wolt ზაფხულის საფეხბურთო სეზონს სპეციალური შეთავაზებებით ხვდება

BM.GE11 ივნისი, 2026, 13:35|bm.ge

ამ ზაფხულს, როდესაც ფეხბურთი მსოფლიოს მილიონობით გულშემატკივარს აერთიანებს, Wolt საქართველო მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებებს, სეზონურ აქციებსა და საყვარელი პროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს, რათა თითოეული მატჩის ყურება კიდევ უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახდეს.

მეგობრებთან თუ ოჯახთან ერთად მატჩის ყურებისას Wolt-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ერთ სივრცეში აღმოაჩინონ მრავალფეროვანი არჩევანი საკვების, სურსათის, სნექების, სასმელებისა და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების კატეგორიებში და ყველაფერი სასურველ მისამართზე მიიღონ.

ფეხბურთის სეზონის განმავლობაში მომხმარებლებს Wolt-ის პლატფორმაზე დახვდებათ 30%-მდე ფასდაკლებები სხვადასხვა კატეგორიაში. მატჩის ყურებისას, საჭირო პროდუქტებიდან დაწყებული, ყოველდღიური მოხმარების ნივთებით დასრულებული, Wolt-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ათასობით პროდუქტი და მენიუ, რომელთა შეკვეთაც სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.

კამპანიის ფარგლებში, ივნისისა და ივლისის განმავლობაში, Wolt-ის პარტნიორი არაერთი ცნობილი ბრენდი და სავაჭრო ობიექტი მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებებს მოუმზადებს. აქციაში მონაწილეობენ McDonald's, Carrefour, Europroduct, Goodwill, Gastronome, ასევე Coca-Cola-სა და PepsiCo-ს პორტფელში შემავალი ბრენდები, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს სასურველი პროდუქტები კიდევ უფრო ხელსაყრელ ფასად შეიძინონ.

საფეხბურთო სეზონის კამპანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Wolt-ის მრავალფეროვან ეკოსისტემას, რომელიც აერთიანებს რესტორნებს, სუპერმარკეტებს, მაღაზიებსა და სხვა საცალო ობიექტებს. როგორც არ უნდა დაგეგმოთ მატჩების ყურება, მარტომ, მეგობრებთან თუ ოჯახთან ერთად, თქვენ მარტივად შეძლებთ მოიმარაგო ყველაფერი, რაც მატჩის საყურებლად გჭირდებათ.

სწრაფი მიტანის სერვისი, ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდების ფართო არჩევანი და სეზონური შეთავაზებები Wolt-ს აქცევს თქვენს პარტნიორად საფეხბურთო ზაფხულის განსაკუთრებულ დღეებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Wolt-ის ვებგვერდს ან ჩამოტვირთეთ Wolt-ის აპლიკაცია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE