მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყაზახეთი და აზერბაიჯანი კასპიის ზღვაზე სამგზავრო მიმოსვლას აღადგენენ
ყაზახეთი და აზერბაიჯანი კასპიის ზღვაზე სამგზავრო მიმოსვლას აღადგენენ

ყაზახეთი და აზერბაიჯანი კასპიის ზღვაზე სამგზავრო მიმოსვლას აღადგენენ

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 20:30|bm.ge

ყაზახეთი და აზერბაიჯანი აქთაუსა და ბაქოს პორტებს შორის რეგულარულ სამგზავრო საზღვაო მიმოსვლას აღადგენენ. ინიციატივით ყაზახური მხარე გამოვიდა და ოფიციალურმა ბაქომ წინადადებას მხარი დაუჭირა. აზერბაიჯანში ყაზახეთის ელჩის განცხადებით, ორმხრივი სამგზავრო კავშირის უმოკლეს ვადაში ასამოქმედებლად ორივე ქვეყნის სატრანსპორტო უწყებებმა მუშაობა უკვე დაიწყეს.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ეს გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის ტურისტული კავშირების გაღრმავებას ხელს შეუწყობს და კასპიის ზღვაზე სამგზავრო გადაყვანების მასშტაბს გააფართოებს. საყურადღებოა, რომ ეს ინიციატივა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ანუ შუა დერეფნის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებასთან არის დაკავშირებული. ეს სატრანსპორტო არტერია ცენტრალურ აზიას სამხრეთ კავკასიასთან და ევროპულ ბაზრებთან აკავშირებს.

ცნობისთვის, აქთაუსა და ბაქოს პორტებს შორის სამგზავრო მიმოსვლა პანდემიის გამო 2020 წელს შეწყდა. შეზღუდვების დაწესებამდე, ამ საზღვაო მარშრუტით წელიწადში დაახლოებით 1,500 ადამიანი მგზავრობდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

BM.GE

საფრანგეთში არეულობის გამო სადაზღვევო კომპანიები €1.2 მილიარდამდე ზარალს ელიან

საფრანგეთში არეულობის გამო სადაზღვევო კომპანიები €1.2 მილიარდამდე ზარალს ელიან

BM.GE

ელექტროსისტემამ ქვესადგურების განახლებისთვის ₾31.6 მილიონის ტრანსფორმატორების ტენდერი გამოაცხადა

ელექტროსისტემამ ქვესადგურების განახლებისთვის ₾31.6 მილიონის ტრანსფორმატორების ტენდერი გამოაცხადა

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE