მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყაზახეთმა და გერმანიამ $2 მილიარდის ღირებულების შეთანხმებები გააფორმეს
ყაზახეთმა და გერმანიამ $2 მილიარდის ღირებულების შეთანხმებები გააფორმეს

ყაზახეთმა და გერმანიამ $2 მილიარდის ღირებულების შეთანხმებები გააფორმეს

BM.GE1 ოქტომბერი, 2026, 00:25|bm.ge

ყაზახეთმა და გერმანიამ დაახლოებით $2 მილიარდის საერთო ღირებულების 30-ზე მეტი კომერციული შეთანხმება გააფორმეს. როგორც ირკვევა, დოკუმენტებს ხელი ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოკაევსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შორის ბერლინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მოეწერა.

Report-ის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ შედეგები მედიასთან ყაზახეთის ლიდერმა შეაჯამა. ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის განცხადებით, მიღწეული შეთანხმებების ეფექტიანი იმპლემენტაცია ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა გერმანიას ევროპაში მისი ქვეყნის საიმედო სტრატეგიული პარტნიორი უწოდა. ლიდერის შეფასებით, სახელმწიფოებს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურული და ჰუმანიტარული მიმართულებით კავშირები სტაბილურად ვითარდება.

როგორც მედია წერს, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი 30 სექტემბერს ბავარიაშიც გაემგზავრება და ადგილობრივ ტექნოლოგიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. სახელმწიფოს მეთაური მოელის, რომ ეს ღონისძიება ორმხრივ პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

ცნობისთვის, ყაზახეთისა და გერმანიის ერთობლივი საინვესტიციო პორტფელი დაახლოებით $54 მილიარდის ღირებულების 40 სამრეწველო პროექტს მოიცავს. ამ ინიციატივებიდან 21 პროექტი მხარეებმა უკვე წარმატებით განახორციელეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

BM.GE

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

BM.GE

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

BM.GE

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

BM.GE