მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე" - ქვრივიშვილი
"ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე" - ქვრივიშვილი

"ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე" - ქვრივიშვილი

BM.GE29 ივნისი, 2026, 19:30|bm.ge

„ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ყაზახეთთან ურთიერთობების გაძლიერებასა და გამყარებას,“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ყაზახეთში გამართულ შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო.

„ვიზიტის ფარგლებში გვქონდა არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი, მაღალი რანგის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყაზახეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა არა მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისთვის, არამედ სხვა რეგიონის ქვეყნებისთვისაც, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ, მათ შორის, შუა დერეფნის ქვეყნებისთვის - თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებაში გაშვებას ზოგადად ჩვენი რეგიონისთვის და შუა დერეფნისთვის“ - განაცხადა მინისტრმა

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპი ჟურნალისტ ქალზე სექსუალურ ძალადობაში უზენაესმაც გაამტყუნა

დონალდ ტრამპი ჟურნალისტ ქალზე სექსუალურ ძალადობაში უზენაესმაც გაამტყუნა

BM.GE

„თხილის ფასი 2025-ზე ნაკლები იქნება, თუმცა მკვეთრად არ შემცირდება“ - ქარდავა

„თხილის ფასი 2025-ზე ნაკლები იქნება, თუმცა მკვეთრად არ შემცირდება“ - ქარდავა

BM.GE

"ბაზრიდან გამოდევნის მიზანი არ არსებობს"|სახელმწიფო კომპანიას კერძო სექტორის დაქირავების უფლება ექნება

"ბაზრიდან გამოდევნის მიზანი არ არსებობს"|სახელმწიფო კომპანიას კერძო სექტორის დაქირავების უფლება ექნება

BM.GE

30 ივნისის ღონისძიებების ანონსი

30 ივნისის ღონისძიებების ანონსი

BM.GE