მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყაზბეგში, ხინკლის მწარმოებელს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭა
ყაზბეგში, ხინკლის მწარმოებელს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭა

ყაზბეგში, ხინკლის მწარმოებელს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭა

BM.GE28 აგვისტო, 2026, 14:58|bm.ge

მთავრობამ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი კიდევ ერთ სუბიექტს მიანიჭა.

1763-ე განკარგულების მიხედვით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში, კონკრეტულად კი გერგეტში სტატუსი ინდმეწამეს მიანიჭეს, რომელიც ხინკალს აწარმოებს.

ცნობისთვის, მაღალმთიანი დასახლების საწარმო არის საწარმო (ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული პირი), რომელიც საქმიანობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებაში და აქვს მინიჭებული მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი. ამ სტატუსის მქონე პირი 10 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება, რაც პირის მიერ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით მიღებულ შემოსავალზე ვრცელდება.

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეჩერება სუბიექტის განაცხადის საფუძველზე ხდება, ხოლო სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელია როგორც სუბიექტის განაცხადის საფუძველზე, ასევე შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით. ნებისმიერ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური სტატუსის ცვლილებისთვის მიმართავს მთავრობას, რომელიც ამტკიცებს სტატუსის მინიჭებას, შეჩერებასა თუ შეწყვეტას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინურ ტურისტულ პლატფორმა Ctrip-ზე საქართველოს გვერდი ამოქმედდა | ეკონომიკის სამინისტრო

ჩინურ ტურისტულ პლატფორმა Ctrip-ზე საქართველოს გვერდი ამოქმედდა | ეკონომიკის სამინისტრო

BM.GE

"მოსავლის მართვის კომპანია" 8 მლნ ლარად 54 რეზერვუარს ყიდულობს

"მოსავლის მართვის კომპანია" 8 მლნ ლარად 54 რეზერვუარს ყიდულობს

BM.GE

საქართველოდან უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი მზარდია - სად იყიდება?

საქართველოდან უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი მზარდია - სად იყიდება?

BM.GE

ჩინეთმა სამაშველო სამუშაოები მორიგი წყალდიდობის რისკის გამო შეაჩერა | რა ხდება ტიბეტი-ნეპალის საზღვარზე სტიქიის ზონაში?

ჩინეთმა სამაშველო სამუშაოები მორიგი წყალდიდობის რისკის გამო შეაჩერა | რა ხდება ტიბეტი-ნეპალის საზღვარზე სტიქიის ზონაში?

BM.GE