მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთმა სამაშველო სამუშაოები მორიგი წყალდიდობის რისკის გამო შეაჩერა | რა ხდება ტიბეტი-ნეპალის საზღვარზე სტიქიის ზონაში?
ჩინეთმა სამაშველო სამუშაოები მორიგი წყალდიდობის რისკის გამო შეაჩერა | რა ხდება ტიბეტი-ნეპალის საზღვარზე სტიქიის ზონაში?

ჩინეთმა სამაშველო სამუშაოები მორიგი წყალდიდობის რისკის გამო შეაჩერა | რა ხდება ტიბეტი-ნეპალის საზღვარზე სტიქიის ზონაში?

BM.GE28 აგვისტო, 2026, 13:37|bm.ge

ჩინეთმა ტიბეტი-ნეპალის საზღვარზე სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები მორიგი წყალდიდობის რისკის გამო შეაჩერა.

ჩინეთის შესაბამისი უწყების წარმომადგენლები შიშობენ, რომ რამდენიმესაათიანი ძლიერი წვიმის შემდეგ, ნანგრევებში წარმოქმნილმა ტბამ შესაძლოა მომდევნო დღეებში მორიგი წყალდიდობა გამოიწვიოს. ამიტომაც რეგიონში მყოფ მაშველებს ოპერაციების შეწყვეტა ურჩიეს.

ცნობისთვის, ნეპალისა და ტიბეტის (ჩინეთი) საზღვართან მომხდარ ძლიერ წყალდიდობასა და მეწყერს უკვე 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულია კიდევ 1000-ზე მეტი ადამიანი.

სტიქია ოთხშაბათს მოხდა, როდესაც სავარაუდოდ მყინვარის ჩამოშლამ, გამოიწვია ღვარცოფი, რომელმაც ჰიმალაის მთების მდინარეთა სისტემებში კლდეების, ყინულის, ტალახისა და ნამსხვრევების დიდი მასა ჩაიტანა.

წყალდიდობამ სოფლებსა და ხეობებში გადაინაცვლა და გაანადგურა ელექტროსადგურები, გზები და ხიდები იმ მარშრუტის გასწვრივ, რომელიც კატმანდუს ტიბეტის ქალაქ ლჰასასთან აკავშირებს და პოპულარულია როგორც მოლაშქრეებს, ისე მომლოცველებს შორის. ამიტომაც დაკარგულთა შორის სულ მცირე 540 უცხოელია.

ნეპალის ხელისუფლებამ გადარჩენილთა მოსაძებნად და ქალაქებსა და ხეობებში მოწყვეტილი ათასობით ადამიანისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად ვერტმფრენები გაგზავნა. საგანგებო სამსახურებმა სპეციალურად გაწვრთნილი სამძებრო ძაღლების დახმარებით ათობით ადამიანის ცხედარი იპოვეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყაზბეგში, ხინკლის მწარმოებელს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭა

ყაზბეგში, ხინკლის მწარმოებელს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭა

BM.GE

"მოსავლის მართვის კომპანია" 8 მლნ ლარად 54 რეზერვუარს ყიდულობს

"მოსავლის მართვის კომპანია" 8 მლნ ლარად 54 რეზერვუარს ყიდულობს

BM.GE

საქართველოდან უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი მზარდია - სად იყიდება?

საქართველოდან უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი მზარდია - სად იყიდება?

BM.GE

მიხეილ ყაველაშვილმა პროევროპული აქციების მონაწილეებიც შეიწყალა | სია

მიხეილ ყაველაშვილმა პროევროპული აქციების მონაწილეებიც შეიწყალა | სია

BM.GE