მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკური კომისიის შეხვედრა გაიმართება" - მაკა ბოჭორიშვილი
"ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკური კომისიის შეხვედრა გაიმართება" - მაკა ბოჭორიშვილი

"ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკური კომისიის შეხვედრა გაიმართება" - მაკა ბოჭორიშვილი

BM.GE11 ივნისი, 2026, 19:27|bm.ge

ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ყირგიზეთში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის დონეზე ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საუბარი შეეხება სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას.

„ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართება ეკონომიკური კომისიის შეხვედრა, რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის კონტექსტში ყირგიზეთთან თანამშრომლობა საკმაოდ დინამიკურად ვითარდება. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ კომისიის ფარგლებში იყოს განხილული ის საკითხები, რაც დგას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების დღის წესრიგში. შედგება ასევე ჩემი შეხვედრა კოლეგასთან. მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ყირგიზეთთან თანამშრომლობა. ამ კონტექსტში, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი საკითხები განსახილველი. ეს ვიზიტი იძლევა კარგ შესაძლებლობას, ვისაუბროთ სწორედ საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ კობახიძესთან ერთად, მაკა ბოჭორიშვილის გარდა, ბიშკეკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

BM.GE

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

BM.GE