მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყოფილმა დიპლომატებმა "საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება" დააფუძნეს|მისია
ყოფილმა დიპლომატებმა "საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება" დააფუძნეს|მისია

ყოფილმა დიპლომატებმა "საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება" დააფუძნეს|მისია

BM.GE21 მაისი, 2026, 20:22|bm.ge

ყოფილმა დიპლომატებმა "საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება" [DSG] დააფუძნეს. DSG აერთიანებს სხვადასხვა თაობის კარიერულ დიპლომატებს, რომლებმაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლისა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულების საფუძველზე, დატოვეს დიპლომატიური სამსახური, ან უსამართლოდ იქნენ გათავისუფლებულნი.

"საზოგადოება თავისი საქმიანობით მიზნად ისახავს პროფესიული გამოცდილებისა და დაგროვილი ინსტიტუციური მეხსიერების საფუძველზე საგარეო პოლიტიკური მოვლენების ანალიზს და ფართო საზოგადოების ინფორმირებას. ამავდროულად, საზოგადოების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე რეაგირება, რაც მიმართულია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო-პოლიტიკური კურსის დისკრედიტაციისა და საზოგადოებაში არსებული ეროვნული კონსენსუსის რღვევისაკენ.

საზოგადოების წევრებს მტკიცედ სწამთ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცების, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, დემოკრატიული განვითარებისა და კეთილდღეობის საფუძველს.

საზოგადოება მოქმედებს სამოქალაქო პასუხისმგებლობით და ხელმძღვანელობს ეროვნულ ინტერესებსა და საერთო პროფესიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ხედვით.

საზოგადოება ღიაა ყველა დიპლომატისთვის, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის მისიის სულისკვეთებას, ხედვას და ფასეულობებს", - წერია საზოგადოების განაცხადში.

საზოგადოებას ამ ეტაპისთვის 30-ზე მეტი ყოფილი დიპლომატი უერთდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ყოფილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • ფოთში ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა - დაკავებულს ბრალდება წარედგინაფორმულა
  • "მიზანი არ ყოფილა უზარმაზარი აქციის შეკრება" - ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენრუსთავი 2
  • დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერი რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი გახდატვ პირველი
  • ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფსიმედი
ყოფილი →

მსგავსი სტატიები

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE