მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (BSP) შავი ზღვის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ობიექტია - Politico
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (BSP) შავი ზღვის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ობიექტია - Politico

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (BSP) შავი ზღვის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ობიექტია - Politico

BM.GE1 ოქტომბერი, 2026, 03:43|bm.ge

ევროპულმა გამოცემა Politico-მ Black Sea Petroleum-ის (BSP) ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. როგორც მასალაშია აღნიშნული, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქარხანა შავი ზღვის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისა და ევროპის საწვავის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის მნიშვნელოვანი ობიექტია. ქარხანამ ოპერირება 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო და ამჟამად მხოლოდ არარუსულ ნედლ ნავთობს ამუშავებს. 25 სექტემბერს კი ყულევში ლიბიური ნედლი ნავთობის მეორე, 90 ათასი ტონის მოცულობის პარტია შევიდა.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კომპანიის მასშტაბისა და გაფართოების გეგმებს. BSP-ს ყულევის ქარხანაში უკვე 200 მილიონი ევრო აქვს ინვესტირებული, ხოლო 2029 წლამდე დამატებით 650 მილიონი ევროს ინვესტიციაა დაგეგმილი. კომპანიის მიზანია გადამუშავების წლიური სიმძლავრის 1.2–1.5 მილიონი ტონიდან 2028 წლისთვის 4.5–5 მილიონ ტონამდე გაზრდა. ასევე დაგეგმილია EURO 5 სტანდარტის საწვავის წარმოების დაწყება 2029 წლისთვის. პროდუქციის ჩამონათვალში შედის ბენზინი, დიზელი, საავიაციო და საზღვაო საწვავი, LPG და ბიტუმი.

Politico-ს მასალის მიხედვით, Black Sea Petroleum ასევე აძლიერებს კავშირებს ევროპულ ინსტიტუტებთან და ბიზნესებთან. კომპანია ბელგიაში წარმომადგენლობას აფუძნებს და ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიუსელში ოფისის გახსნას გეგმავს, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ევროპელ პარტნიორებთან მუდმივი საკონტაქტო წერტილი იქნება. BSP-ის განცხადებით, კომპანია ღიაა ევროპულ ინსტიტუტებთან და ბიზნესებთან თანამშრომლობისთვის, ხოლო დაგეგმილი გაფართოება მიზნად ისახავს როგორც რეგიონული ბაზრების, ისე ევროპის საწვავის ბაზრისთვის მიწოდების შესაძლებლობების გაზრდას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Tesla-მ $30 მილიარდის საკრედიტო შეთანხმებები გააფორმა

Tesla-მ $30 მილიარდის საკრედიტო შეთანხმებები გააფორმა

BM.GE

Blockchain.com წელს საფონდო ბირჟაზე $6-მილიარდიან დებიუტს გეგმავს

Blockchain.com წელს საფონდო ბირჟაზე $6-მილიარდიან დებიუტს გეგმავს

BM.GE

რა ქონებას ფლობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე?|მიხეილ დუნდუამ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო

რა ქონებას ფლობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე?|მიხეილ დუნდუამ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო

BM.GE

$1.4-ტრილიონიანი შეფასების მქონე OpenAI $30 მილიარდის მოზიდვას გეგმავს

$1.4-ტრილიონიანი შეფასების მქონე OpenAI $30 მილიარდის მოზიდვას გეგმავს

BM.GE