მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყულევთან დაკავშირებით ტყუილს ავრცელებდნენ, ამ ტყუილის საფუძველზე, რომელიც ნავთობს ეხებოდა, უნდოდათ დაესაჯათ ქართველი ხალხი - კობახიძე
ყულევთან დაკავშირებით ტყუილს ავრცელებდნენ, ამ ტყუილის საფუძველზე, რომელიც ნავთობს ეხებოდა, უნდოდათ დაესაჯათ ქართველი ხალხი - კობახიძე

ყულევთან დაკავშირებით ტყუილს ავრცელებდნენ, ამ ტყუილის საფუძველზე, რომელიც ნავთობს ეხებოდა, უნდოდათ დაესაჯათ ქართველი ხალხი - კობახიძე

BM.GE21 მაისი, 2026, 04:50|bm.ge

"ტყუილს ავრცელებდნენ ყულევთან დაკავშირებით, ამ ტყუილის საფუძველზე, რომელიც ნავთობს ეხებოდა, უნდოდათ დაესაჯათ ქართველი ხალხი. საბოლოოდ იმდენად უხეში ტყუილი იყო, აქამდეც ვერ მიიყვანეს საქმე", - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ფონზე ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება სანქციების შემსუბუქების თაობაზე.

„ორმაგი სტანდარტია ისევ თვალსაჩინო მოვლენა. მორალური პედესტალიდან გვესაუბრებოდნენ სანქციებთან დაკავშირებით, ასევე, კონკრეტული ტყუილით ცდილობდნენ, დაესაჯათ კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი, საუბარი იყო პროექტზე, ევროკავშირში ბრიტანელების აქტიურობაზე. ტყუილს ავრცელებდნენ ყულევთან დაკავშირებით, ამ ტყუილის საფუძველზე, რომელიც ნავთობს ეხებოდა, უნდოდათ დაესაჯათ ქართველი ხალხი. საბოლოოდ, იმდენად უხეში ტყუილი იყო, აქამდეც ვერ მიიყვანეს საქმე. ამ ფონზე ვხედავთ ახლა უკვე ბრიტანულ გადაწყვეტილებას, სანქციების შემსუბუქების თაობაზე. აქ პირდაპირ ჩანს, რომ მორალისგან შორს არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვესაუბრებიან და რომლებიც შემდეგ სხვა გადაწყვეტილებებს იღებენ. ადრე ისე წარმოგვიჩენდნენ, რომ იყო ამ სამყაროში შავი სივრცე და იყო თეთრი სივრცე, რომელიც იყო სრულიად სპეტაკი. ბრიტანეთის ხელისუფლებაში არ შეიძლება, რომ ვინმემ მიიღოს რაიმე მანკიერი გადაწყვეტილება, ევროპაში და ამერიკაში არ შეიძლება, რომ ვინმემ მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება. ამ დროს, ვხედავთ, რომ ძალიან დიდი სიბინძურე ტრიალებს ბრიტანულ პოლიტიკაშიც, ევროპულ პოლიტიკაშიც, ამერიკულ პოლიტიკაშიც. სამწუხაროდ, ეს არის ის, რაც ყველამ უნდა გააცნობიეროს. ამის გამოხატულებაა ეს ორმაგი სტანდარტებიც. სინამდვილეში არიან სუბიექტები, რომლებიც მოქმედებენ პრაგმატული ინტერესების შესაბამისად, მათი პრაგმატული ინტერესების ნაწილი შეიძლება იყოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაც. ჩვენ მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ. ყველას აქვს საკუთარი პრაგმატული ინტერესები, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრაგმატული ინტერესი, რომ დავიცვათ ის, რაც უნდა ქართველ ხალხს. ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა, ამაზე უნდა ვიყოთ ჩვენ ორიენტირებულები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ როგორ მოქმედებს, ქართველი ხალხის სასარგებლოდ თუ ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებ, რომ EU-მ ყულევის სანქცირებაზე პირველად პროექტს გადახედა და პორტი სანქციების მეოცე პაკეტის პროექტიდან ამოიღო

ევროკავშირმა სანქციების მე-20 პაკეტიდან ყულევის პორტი ამოიღო - ამის შესახებ აღნიშნულია დევიდ ო'სალივანის წერილში, რომელიც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს მიწერა.

"საქართველოში მდებარე ყულევის პორტის ჩართვა თავდაპირველად განიხილებოდა სანქციების მე-20 პაკეტში, რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი როლისა და პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების შესვლის გამო განიხილებოდა. ეს საწყისი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები აიღეს. მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას.

ვალდებულება აგრეთვე აიღო SOCAR-მა, რომ იმოქმედებს ევროკავშირის შესაბამისი სანქციების მკაცრი დაცვით, მათ შორის ფასის ზედა ზღვრის გათვალისწინებით და რუსულ ნედლ ნავთობზე და მისგან წარმოებულ ნავთობპროდუქტებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული იმპორტის აკრძალვის დაცვით,"- აღნიშნულია წერილში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →ხალხის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE