მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ყველას ვადაზე ადრე გათავისუფლებას ვუსურვებ" - "სინდისის პატიმრების" პირველი კომენტარები
"ყველას ვადაზე ადრე გათავისუფლებას ვუსურვებ" - "სინდისის პატიმრების" პირველი კომენტარები

"ყველას ვადაზე ადრე გათავისუფლებას ვუსურვებ" - "სინდისის პატიმრების" პირველი კომენტარები

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 15:15|bm.ge

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატიმრები შეიწყალა, რომელთა შორის 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროდასავლური აქციებისას დაკავებული პირებიც არიან: გიორგი მინდაძე, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილი.

საპატიმროს დატოვების შემდეგ სინდისის პატიმრებმა მედიასთან პირველი კომენტარები გააკეთეს:

„სახლში მინდა ძალიან, თავისუფლება ყველას“, - განაცხადა გიორგი მინდაძემ.

„ბიჭებს მოვიკითხავ, ყველას ვადაზე ადრე გათავისუფლებას ვუსურვებ. მაგარი ბიჭები არიან და თავიანთის საქმის თვითონ იციან!“ - განაცხადა კვარაცხელიამ.

„მაისურზე მაწერია დროშები, დროშები, დროშები ჩქარა. სალაპარაკო ბევრი მაქვს, მაგრამ ერთს ვიტყვი - ბრძოლა ბოლომდე გრძელდება. პირველი ემოციები - არამარტო სინდისის პატიმრებისთვის, არამედ ყველა პატიმრისთვის გამოსვლა არის ძალიან დიდი ემოციური გამოსვლა და მეტ დეტალზე ცოტა ხანში ვისაუბრებ“ - განაცხადა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და აღნიშნა, რომ შეწყალების თხოვნით მას არ მიუმართავს: "თანამებრძოლებს ვეტყვი, რომ ჯერჯერობით ახლა ყველანი გარეთ უნდა ვიყოთ, ციხეში არავინ ვართ საჭირო. ვეტყოდი, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და გამოვიდნენ გარეთ, რადგან ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა და რომ ახალგაზრდები ვჭირდებით. ჩემი აზრით, გამოსვლის გზა შეწყალების დაწერაა".

ცნობისთვის: გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, მას 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ანრი კვარაცხელიას კი 4.6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, მასაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისთვის 2 -წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჯამში 232 პირი შეიწყალა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სინდისის პატიმრები გიორგი მინდაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და ანრი კვარაცხელია თავისუფლები არიან

სინდისის პატიმრები გიორგი მინდაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და ანრი კვარაცხელია თავისუფლები არიან

BM.GE

ღია მეტრო, ჩქაროსნული მატარებელი, რეგიონების გაძლიერება|ირაკლი როსტომაშვილის "რეცეპტი" საცობების წინააღმდეგ

ღია მეტრო, ჩქაროსნული მატარებელი, რეგიონების გაძლიერება|ირაკლი როსტომაშვილის "რეცეპტი" საცობების წინააღმდეგ

BM.GE

იტალიელი იუველირი პაოლო ბულგარი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიელი იუველირი პაოლო ბულგარი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

BM.GE

თბილისის სატრანსპორტო კოლაფსის განტვირთვა სწრაფი საგარეუბნო მატარებლების განვითარების გარეშე შეუძლებელია | TCRC

თბილისის სატრანსპორტო კოლაფსის განტვირთვა სწრაფი საგარეუბნო მატარებლების განვითარების გარეშე შეუძლებელია | TCRC

BM.GE