მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იტალიელი იუველირი პაოლო ბულგარი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
იტალიელი იუველირი პაოლო ბულგარი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიელი იუველირი პაოლო ბულგარი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 14:41|bm.ge

იტალიელი იუველირი პაოლო ბულგარი, რომელმაც საოჯახო ბიზნესი გლობალურ ლუქს-ბრენდად აქცია, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იტალიური მედიის ცნობით, ინფორმაცია ბულგარის ოჯახმა დაადასტურა და მას „ჩვენი დროის უდიდესი იუველირი“ უწოდა.

პაოლო ბულგარი Bvlgari Group-ის თავმჯდომარის პოსტს 1984 წლიდან იკავებდა.

ბრენდის სამკაულებს ატარებდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები და სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის - უელსის პრინცესა დაიანა, ელიზაბეტ ტეილორი, ოდრი ჰეპბერნი, მერილინ მონრო, სოფი ლორენი და სხვები.

კომპანია Bvlgari-მ სოციალურ ქსელში პაოლო ბულგარის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ის იყო "ჭეშმარიტი შემოქმედებითი სული“, რომლის ნამუშევრებიც მომავალ თაობებს შთააგონებს.

მოდის სახლი Bulgari მე-19 საუკუნის მიწურულს რომში ბერძენმა ვერცხლის ოსტატმა და პაოლო ბულგარის პაპამ სოტირიოს ვულგარისმა დააარსა, რომელმაც მოგვიანებით გვარი იტალიურად ბულგარიდ შეიცვალა. პაოლო ბულგარი კომპანიას სკოლის დამთავრებისთანავე შეუერთდა, ძვირფასი ქვების ექსპერტი გახდა, საბოლოოდ კი ბიზნესს სათავეში ჩაუდგა და მის საერთაშორისო ზრდას უხელმძღვანელა. პარიზული საიუველირო სახლების დახვეწილი ესთეტიკისგან განსხვავებით, ბულგარების ოჯახი უპირატესობას მასიურ ძვირფას ქვებს, მკვეთრ ყვითელ ოქროს, დიდ პროპორციებსა და ფერთა მოულოდნელ კომბინაციებს ანიჭებდა. დროთა განმავლობაში კომპანიამ საქმიანობა გააფართოვა და სამკაულების გარდა საათების, პარფიუმერიის, ტყავის ნაწარმისა და სასტუმროების ბიზნესიც მოიცვა.

2011 წელს ბულგარების ოჯახმა კომპანიის საკონტროლო პაკეტი ფრანგულ ლუქს-ჯგუფ LVMH-ს დაახლოებით 3.7 მილიარდ ევროდ მიჰყიდა.

პაოლო ბულგარის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა LVMH-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნარ არნომ: „მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ის ბრენდის წარმატების მთავარი არქიტექტორი იყო, ამავდროულად კი იცავდა და განასახიერებდა იტალიურ სულს“, - განაცხადა არნომ BBC-სთან საუბრისას.

2019 წელს პაოლო ბულგარიმ და მისმა მეუღლემ პაოლო ბულგარის ფონდი დააარსეს, რომელიც რომის გარეუბნებში, სოციალურად დაუცველ უბნებში მცხოვრებ ახალგაზრდებს განათლების მიღებასა და პროფესიულ გადამზადებაში ეხმარება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის სატრანსპორტო კოლაფსის განტვირთვა სწრაფი საგარეუბნო მატარებლების განვითარების გარეშე შეუძლებელია | TCRC

თბილისის სატრანსპორტო კოლაფსის განტვირთვა სწრაფი საგარეუბნო მატარებლების განვითარების გარეშე შეუძლებელია | TCRC

BM.GE

„პაპა კარლო“ SPAR-თან ერთად ბრუნდება - რა შეიცვლება დოლიძის ქუჩაზე მოქმედ ისტორიულ მაღაზიაში

„პაპა კარლო“ SPAR-თან ერთად ბრუნდება - რა შეიცვლება დოლიძის ქუჩაზე მოქმედ ისტორიულ მაღაზიაში

BM.GE

საქართველოს შოკოლადის იმპორტი რეკორდულად გაუძვირდა - სტატისტიკა

საქართველოს შოკოლადის იმპორტი რეკორდულად გაუძვირდა - სტატისტიკა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები

BM.GE