
ყველაზე მეტი ქართული საქონელი ჩინეთსა და რუსეთში იყიდება|სტატისტიკა
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 66.1%-ით გაიზარდა და რეკორდული 1.9 მლრდ აშშ დოლარი იყო.
ამ პერიოდში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ 3.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.8%-იანი წლიური ზრდაა. მთლიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 62.1%-ია.
იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 66.9% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (317.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (229 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (207.2 მლნ. აშშ დოლარი).
რაც შეეხება საქონელს, ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტებია წარმოდგენილი 352.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 255.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.3%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 130.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.8%).
BM.GE
წყარო: bm.ge