მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზაფხულში ეტაპობრივი გახსნა და ჟირაფის შესაძლო ჩამოყვანის შესაძლებლობა - რა იგეგმება თბილისის ახალ ზოოპარკში?
ზაფხულში ეტაპობრივი გახსნა და ჟირაფის შესაძლო ჩამოყვანის შესაძლებლობა - რა იგეგმება თბილისის ახალ ზოოპარკში?

ზაფხულში ეტაპობრივი გახსნა და ჟირაფის შესაძლო ჩამოყვანის შესაძლებლობა - რა იგეგმება თბილისის ახალ ზოოპარკში?

BM.GE29 მაისი, 2026, 03:26|bm.ge

თბილისის ზოოპარკის ახალი კომპლექსი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ზაფხულში ეტაპობრივად გაიხსნება. ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მზია შარაშიძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გამწვანების სამუშაოები. ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებს გაცილებით დიდი ვოლიერებითა და განახლებული ექსპოზიციებით დახვდება.

"ახლა ვგეგმავთ ზოოპარკის ერთი ნაწილის გახსნას… პირველ ეტაპზე მხოლოდ კავკასიის რეგიონის განყოფილება გაიხსნება, სადაც საქართველოში გავრცელებული სახეობები იქნება წარმოდგენილი", - ამბობს მზია შარაშიძე.

მისი თქმით, სრული კომპლექსის გახსნა ეტაპობრივად მოხდება და ახალი სივრცეები თანდათან დაემატება. მათ შორის იგეგმება აფრიკის სავანის ზონა, სადაც, ზოოპარკის ხელმძღვანელობის თქმით, ჟირაფის ჩამოყვანაც განიხილება.

„საჟირაფე ვოლიერი უკვე აშენებულია… შემდეგ უკვე ვიზრუნებთ ჟირაფის ჩამოყვანაზე“, - აღნიშნა მან და განმარტა, რომ პროცესი მოითხოვს როგორც ინფრასტრუქტურულ მზადყოფნას, ისე სპეციალისტების მონაწილეობას და შესაბამისი პირობების შექმნას.

ზოოპარკში აცხადებენ, რომ ცხოველების მოვლა საერთაშორისო სტანდარტებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რის გამოც თანამშრომლები რეგულარულად გადიან ტრენინგებს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

მისივე თქმით, ძველი ზოოპარკი უკვე შეზღუდულ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს და ნაწილობრივ გადატანილია ცხოველების კოლექციაც, თუმცა ძველ ზოოპარკში ვიზიტორების ნაკადი მაინც სტაბილურია, განსაკუთრებით ზაფხულში.

"ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, ვინც ელოდება [ახალი ზოოპარკის] გახსნას… ჩვენც ყველაზე მეტად გვინდა, რომ ეს პროცესი მალე დასრულდეს", - ამბობს ის.

ზოოპარკის წარმომადგენლის თქმით, გახსნის დაგვიანება ძირითადად ტექნიკური და ინფრასტრუქტურული მიზეზებით იყო განპირობებული, რის გამოც პროცესი წლებია გრძელდება. ახალი კონცეფციის მიხედვით, ზოოპარკი მაქსიმალურად ბუნებრივ გარემოსთან მიახლოებულ სივრცედ უნდა ჩამოყალიბდეს, სადაც ცხოველები შესაბამის ლანდშაფტში იქნებიან განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ზაფხულში, ეტაპობრივად გაიხსნება. მისი ლოკაცია 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ შეირჩა. ახალი ზოოპარკი 48 ჰექტარზეა განთავსებული და მისი სრულად მოწყობა დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოითხოვს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
  • დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყებარუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართებატვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE