მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზაფხულში ტურიზმის სექტორმა ამოისუნთქა… თუმცა არასტაბილურობა მთავარი გამოწვევაა|ცოტნე ჯაფარიძე
ზაფხულში ტურიზმის სექტორმა ამოისუნთქა… თუმცა არასტაბილურობა მთავარი გამოწვევაა|ცოტნე ჯაფარიძე

ზაფხულში ტურიზმის სექტორმა ამოისუნთქა… თუმცა არასტაბილურობა მთავარი გამოწვევაა|ცოტნე ჯაფარიძე

BM.GE22 ოქტომბერი, 2026, 15:44|bm.ge

ტურისტული კომპანია Traffic Travel Georgia-ს დამფუძნებელ ცოტნე ჯაფარიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური უწყებების გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემებს ნაკლებად ენდობა, ზაფხულის მეორე ნახევრიდან ტურიზმის ბაზარზე გამოცოცხლება ნამდვილად იგრძნობოდა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ წლის პირველი ნახევარი სექტორისთვის უძრაობით ხასიათდებოდა.

საქმე ის არის, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში 4.4 მილიონი ტურისტული ვიზიტი შედგა (ზრდა 2.3%), ხოლო საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა $3.8 მილიარდს მიაღწია (ზრდა 4.4%).

„ივლისის მეორე ნახევრიდან, ტურიზმის სფეროში საგრძნობი ზრდა იყო. აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი საკმაოდ დატვირთული თვეები აღმოჩნდა, რამაც ტურიზმის სექტორი ამოასუნთქა, თუმცა მანამდე - აპრილში, მაისში, ივნისსა და ივლისის პირველ ნახევარში თითქმის სრული უძრაობა გვქონდა. პირველი მიზეზი ირანში დაწყებული კონფლიქტი იყო, რასაც დაემატა რეგიონული და პოლიტიკური ფაქტორები,“ - აღნიშნა ჯაფარიძემ.

გადაცემა #წერტილში ტურისტული კომპანია Traffic Travel Georgia-ს დამფუძნებელმა ტურიზმის სექტორში არსებული ტენდენციების შეფასებისას არაერთხელ აღნიშნა, რომ სექტორისთვის ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ არასტაბილურობის განცდა წარმოადგენს, რაც გრძელვადიან დაგეგმვასა და სტრატეგიის დასახვას პრობლემურს ხდის:

„ზოგადად, არასტაბილურობის განცდა ბიზნესისთვის მთავარი პრობლემაა. ის განვითარებასა და დაგეგმვას უშლის ხელს - შეუძლებელია სწორი გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება, რაც ოპერირებას საგრძნობლად ართულებს, თუმცა სამწუხაროდ, ამ რეალობას შევეჩვიეთ და უკან დახევას არ ვაპირებთ - ვაგრძელებთ ბრძოლას, შრომასა და ჩვენი საქმის კეთებას. იმედი გვაქვს, ეს გაურკვევლობა ეტაპობრივად დასრულდება, რადგან ყველაფერს თავისი ლოგიკური დასასრული აქვს”, - აღნიშნა მან.

ტურისტების გეოგრაფიაზე საუბრისას კი, ცოტნე ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ პანდემიამდე და უკრაინაში ომის დაწყებამდე არსებული სტაბილური სურათი საკმაოდ შეიცვალა. მისი თქმით, ადრე წამყვანი ქვეყნების 15-ეულში მუდმივად ფიგურირებდა აშშ, საიდანაც შემოსული ტურისტები მაღალი მხარჯველუნარიანობით გამოირჩეოდნენ, დღეს კი ეს ბაზარი შემცირებულია.

„დღეს გეოგრაფია საკმაოდ ქაოსურია - სტუმრები მოდიან იაპონიიდან, ჩინეთიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, გააქტიურდა სლოვენია, თუმცა, ისეთი მაღალმხარჯველუნარიანი ბაზარი, როგორიც აშშ-ია, ჩამონათვალში ვეღარ ხვდება, რაც ძალიან სამწუხაროა”, - თქვა მან.

“წერტილის” წამყვანის კითხვაზე თუ რამდენად არის ბოლო თვეების ზრდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიების დამსახურება, ცოტნე ჯაფარიძემ განმარტა, რომ ზრდა უფრო მეტად საერთაშორისო პროცესების ბუნებრივ აღდგენასა და პირდაპირი ავიარეისების დამატებას უკავშირდება.

„ევროკავშირიდან ისევ გერმანია და პოლონეთი ლიდერობენ, როგორც ეს 15 წლის წინ იყო. რაც შეეხება ბრიტანეთსა და იტალიას, საიდანაც ნაკადების ზრდა გვაქვს, დიახ, ეს პირდაპირ უკავშირდება პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას. თბილისიდან ლონდონისა და იტალიის მიმართულებით დამატებულმა ფრენებმაც მყისიერი ასახვა პოვა ტურისტების რაოდენობაზე,“ - განაცხადა Traffic Travel Georgia-ს დამფუძნებელმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ

Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ

BM.GE

"რატომ არ იმუშავა დაცვის სისტემამ?" - რა კითხვებს უნდა უპასუხოს სემეკის მოკვლევამ ზაფხულის "ბლექაუთებზე"|ინტერვიუ

"რატომ არ იმუშავა დაცვის სისტემამ?" - რა კითხვებს უნდა უპასუხოს სემეკის მოკვლევამ ზაფხულის "ბლექაუთებზე"|ინტერვიუ

BM.GE

როგორი ფინანსური შედეგები აქვს General Motors-ს?

როგორი ფინანსური შედეგები აქვს General Motors-ს?

BM.GE

სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით

სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით

BM.GE