მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზახაროვამ "ქართული ოცნების" პოზიცია დადებითად შეაფასა
ზახაროვამ "ქართული ოცნების" პოზიცია დადებითად შეაფასა

ზახაროვამ "ქართული ოცნების" პოზიცია დადებითად შეაფასა

BM.GE16 ოქტომბერი, 2026, 00:30|bm.ge

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას უპასუხა. უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ საქართველოს მთავრობის ძალისხმევა დადებითად შეაფასა. მან აღნიშნა, რომ მოსკოვი მიესალმება საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც "დესტრუქციულ გარე გავლენას ეწინააღმდეგება".

ამასთან, ზახაროვამ დასავლელი პარტნიორების და ევროკავშირის ქვეყნების ქმედებები გააკრიტიკა. მისი თქმით, რეგიონის მიღმა მყოფი მოთამაშეები საქართველოს "სახიფათო" და "რუსოფობიურ" ავანტიურაში ჩათრევას ცდილობენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ოფიციალური პოზიცია ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება და "მეორე ფრონტის" არგახსნა გონივრული გადაწყვეტილებაა.

რაც შეეხება ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს, რუსეთის საგარეო უწყება ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვან პროგრესს ხედავს. ზახაროვას განცხადებით, საქართველოში ჩასული ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდანაა, ხოლო რუსული ბაზარი ქართული საექსპორტო პროდუქციისთვის მთავარ მიმართულებად რჩება. ზახაროვამ ასევე დაადასტურა, რომ მოსკოვი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და ხალხებს შორის მეგობრობის გაძლიერებას გეგმავს.

შეგახსენებთ, კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან მეგობრობა სურს, თუმცა მისივე განმარტებით, ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას არ გეგმავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • „ოცნების ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის“ფორმულა
  • „ოცნება“ კვლავ არაა მიწვეული ევროკავშირის გაფართოების ფორუმზენეტგაზეთი
  • "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელზეც უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელესრუსთავი 2
  • "ოცნება" ყალბი ანგარიშების შექმნაში მესამე სექტორს ადანაშაულებსტვ პირველი
ოცნების →

მსგავსი სტატიები

ევროპაში გაყინული რუსული აქტივები აშშ-ის კონტროლქვეშ არ გადავა

ევროპაში გაყინული რუსული აქტივები აშშ-ის კონტროლქვეშ არ გადავა

BM.GE

16 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

16 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

ფასნამატის გამო, ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანას დროებით აღარ ვაპირებთ - "მარიტა"

ფასნამატის გამო, ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანას დროებით აღარ ვაპირებთ - "მარიტა"

BM.GE

"გორი ინნ"-ის ეზოში სამდღიანი "ვაშლიფესტი" გაიმართება

"გორი ინნ"-ის ეზოში სამდღიანი "ვაშლიფესტი" გაიმართება

BM.GE