მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ანდრეი ერმაკი დააკავეს
ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ანდრეი ერმაკი დააკავეს

ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ანდრეი ერმაკი დააკავეს

BM.GE14 მაისი, 2026, 21:46|bm.ge

უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ანდრეი ერმაკი დააკავეს. იგი ფულის გათეთრების ბრალდებით ხუთშაბათს აიყვანეს. ანტიკორუფციული სააგენტოები ერმაკს კიევის მახლობლად, ელიტარული საცხოვრებელი პროექტის მეშვეობით $10.5 მილიონის გათეთრებაში სდებენ ბრალს. საყურადღებოა, რომ ანტიკორუფციულმა სასამართლომ ბრალდებულს 140 მილიონი გრივნის ($3.2 მლნ.) ოდენობის გირაო შეუფარდა.

აღსანიშნავია, რომ ერმაკის დაკავება ფართომასშტაბიანი ოპერაცია "მიდასის" ნაწილია. გამოძიება ამ კოდური სახელით გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს. საქმის მთავარ ფიგურანტად ზელენსკის ყოფილი ბიზნესპარტნიორი ტიმურ მინდიჩი მიიჩნევა. მას ენერგეტიკულ სექტორში $100-მილიონიანი კორუფციული სქემის აწყობაში ადანაშაულებენ. ცნობისთვის, მინდიჩმა უკრაინა დატოვა და ამჟამად ისრაელში იმყოფება.

რაც შეეხება თავად ბრალდებულს, ანდრეი ერმაკი დანაშაულს არ აღიარებს. იგი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ერმაკმა განაცხადა, რომ გირაოს თანხა არ აქვს. მისი განმარტებით, თანხის მოძიებას ადვოკატები მეგობრების დახმარებით შეეცდებიან.

ცნობისთვის, ანდრეი ერმაკი გადადგომამდე უკრაინის მეორე ყველაზე გავლენიან პირად ითვლებოდა. ყოფილი კინოპროდიუსერი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ის ასევე აშშ-ის შუამავლობით რუსეთთან გამართულ მოლაპარაკებებში კიევის მთავარი წარმომადგენელი იყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერმაკის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ყოფილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • ფოთში ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა - დაკავებულს ბრალდება წარედგინაფორმულა
  • "მიზანი არ ყოფილა უზარმაზარი აქციის შეკრება" - ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენრუსთავი 2
  • დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერი რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი გახდატვ პირველი
  • ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფსიმედი
ყოფილი →

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE