მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჟერარ პიკე ინსაიდერული ვაჭრობის გამო 200 ათასი ევროთი დააჯარიმეს
ჟერარ პიკე ინსაიდერული ვაჭრობის გამო 200 ათასი ევროთი დააჯარიმეს

ჟერარ პიკე ინსაიდერული ვაჭრობის გამო 200 ათასი ევროთი დააჯარიმეს

BM.GE13 მაისი, 2026, 04:04|bm.ge

“ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილ მცველ ჟერარ პიკეს, ინსაიდერული ვაჭრობისთვის 200,000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

ჯარიმის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის ოფიციალური სახელმწიფო ბიულეტენის BOE-ის ანგარიშში დადასტურდა, სადაც ქვეყნდება მთავრობის ოფიციალური განცხადებები. სანქციები პიკესა და ადგილობრივ ბიზნესმენ ხოსე ელიასს „ძალიან სერიოზული დარღვევებისთვის“ დაეკისრათ, რომლებიც საფონდო ბაზრის კანონმდებლობას უკავშირდება.

გამოძიების მიხედვით, პიკემ კომპანია Aspy Global Services-ის აქციები 2021 წლის 22 იანვარს შეიძინა, მაშინ როცა მას ხოსე ელიასისგან მიღებული ჰქონდა კონფიდენციალური, პრივილეგირებული ინფორმაცია. ექვსი დღის შემდეგ მან აქციები გაყიდა და მნიშვნელოვანი მოგება მიიღო.

ხოსე ელიასი 100,000 ევროთი დაჯარიმდა იმისთვის, რომ პიკეს გაუზიარა საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა კომპანია Atrys Health-ის შეთავაზებას Aspy Global Services-ის შესყიდვის შესახებ. სწორედ ამ ინფორმაციამ მისცა პიკეს საფონდო ბაზარზე მოგების მიღების შესაძლებლობა.

ორივეს აქვს უფლება, გადაწყვეტილება ესპანეთის ეროვნულ უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივროს. პიკეს წარმომადგენლებსა და ენერგეტიკულ ჯგუფ Audax Renovables-ს, რომლის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ელიასია, კომენტარისთვის უკვე მიმართეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE