მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჟორჟოლიანი სვანეთის მოსახლეობას მაინერების გამოვლენისთვის შსს-სთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
ჟორჟოლიანი სვანეთის მოსახლეობას მაინერების გამოვლენისთვის შსს-სთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ჟორჟოლიანი სვანეთის მოსახლეობას მაინერების გამოვლენისთვის შსს-სთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

BM.GE11 ივნისი, 2026, 20:53|bm.ge

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი სვანეთის მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად ითანამშრომლონ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკანონო კრიპტოამომღები აპარატების (მაინერების) გამოვლენის მიზნით.

როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რეგიონში საპოლიციო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს და ბოლო პერიოდში სამართალდამცავებმა დამატებით 42 ერთეული მაინერი ამოიღეს. ჟორჟოლიანმა ისაუბრა მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის კატასტროფულად მაღალ მოხმარებაზეც და აღნიშნა, რომ მიმდინარე საპოლიციო კონტროლი სწორედ ამ მიზეზით დადგა დღის წესრიგში.

„სვანეთში, მესტიაში 133 მლნ კვტ/სთ არის მოხმარება, რაც წარმოუდგენელია მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტისთვის, მაქსიმუმი არ უნდა აღემატებოდეს 7-10 მლნ კვტ/სთ-ს. შესაბამისად, დადგა დღის წესრიგში ის საპოლიციო ღონისძიებები, რომელიც მიმდინარეობს და ამის ძირითადი წყარო არის, სწორედ, მაინერები. ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული სრულად იქნეს ამოღებული ამ ტერიტორიიდან,“- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

სვანეთში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის, მაინერების გამო ელექტროქსელი რეგულარულად ზედმეტად იტვირთება, რაც რეგიონში ხშირ ავარიულ გათიშვებსა და ენერგოკრიზისს იწვევს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კრიპტომაინინგის პრობლების აღმოსაფხვრელად, მესტიის მოსახლეობა გამრიცხველიანდება. „ენერგო პრო ჯორჯიაში“ კი bm.ge-ს უთხრეს, რომ "2026 წლის აპრილში მესტიამ მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც დანარჩენი საქართველოს 15-მა, შუახევის, ლენტეხის, ყაზბეგის, ონის, თიანეთის, ცაგერის, ქედას, ხულოს, დმანისის, ჩოხატაურის, ამბროლაურის, დედოფლისწყაროს, ჩხოროწყუს, თეთრიწყაროს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მოსახლეობამ ერთად. წინა თვეებში მესტიამ მოიხმარა იმდენი ელექტროენერგია, რაც 17-18 -მა მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ერთად".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

BM.GE

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

BM.GE

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

BM.GE

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

BM.GE