მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Zolotaia Korona-ს გადარიცხვები შეჩერებულია - რა სისტემები ემსახურება ფულად გზავნილებს?
Zolotaia Korona-ს გადარიცხვები შეჩერებულია - რა სისტემები ემსახურება ფულად გზავნილებს?

Zolotaia Korona-ს გადარიცხვები შეჩერებულია - რა სისტემები ემსახურება ფულად გზავნილებს?

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 20:16|bm.ge

EU-ს სანქციების გამო Zolotaia Korona საქართველოში ფულადი გზავნილების სისტემებს გამოეთიშა.

თუ ივლისში ამ სისტემით 54.6 მლნ დოლარი იყო გადმორიცხული და 9.17 მლნ დოლარი გადარიცხული, აგვისტოში Zolotaia Korona-ს მეშვეობით მხოლოდ 29.2 ათასია გადმორიცხეს, გადარიცხვა კი არ მომხდარა.

ეროვნული ბანკის განმარტებით, "Zolotaia Korona"-ს საშუალებით გადმორიცხული გზავნილების სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ იმ თანხის მოცულობებს, რომელიც გადმორიცხულია დასანქცირებამდე და მათი განაღდება მოგვიანებით მოხდა.

Zolotaia Korona ძირითადად რუსეთიდან ფულად გზავნილებს ემსახურებოდა. წელს 8 თვეში Zolotaia Korona-ს მეშვეობით საქართველოში 376.36 მლნ დოლარზე მეტია ჩარიცხული.

რაც შეეხება სხვა სისტემებს. აგვისტოს განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა $84.89 მლნ დოლარი Western union-ის მეშვეობით გამოიგზავნა. მეორე ადგილზე $79.3 მილიონით არის RIA, მესამეზე Money Gram-ი, რომლის მეშვეობით საქართველოში $78.8 მლნ გადმოირიცხა. შემდეგ პოზიციებზე არიან Intel Express-ი (39.24 მლნ) და Rico Gram -ი 12.67 მლნ

შეგახსენებთ, 23 ივლისს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა სანქციების სიაში უშუალოდ გადახდის სისტემის ოპერატორი და საანგარიშსწორებო ცენტრი ნოვოსიბირსკის „საგადახდო ცენტრი “ შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აგვისტოში უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295.17 მილიონი აშშ დოლარი (772.7 მლნ ლარი) შეადგინა. ეს მაჩვენებელი 8.2%-ით (26.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2025 წლის აგვისტოს ანალოგიურ მონაცემთან შედარებით. რუსეთიდან კლება კი 88%-ია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა

Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა

BM.GE

BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - GT GROUP-მა პირველი შოურუმი გახსნა

BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - GT GROUP-მა პირველი შოურუმი გახსნა

BM.GE

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ₾69 მლნ ტენდერი გამოცხადდა

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ₾69 მლნ ტენდერი გამოცხადდა

BM.GE

Top-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფული იგზავნება - რუსეთი ათეულს მიღმაა

Top-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფული იგზავნება - რუსეთი ათეულს მიღმაა

BM.GE