მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზონალური პარკირების სისტემა რუსთაველის მიმდებარე 28 ქუჩაზე გაითიშა - სად შეძლებთ უფასო პარკირებით სარგებლობას?
ზონალური პარკირების სისტემა რუსთაველის მიმდებარე 28 ქუჩაზე გაითიშა - სად შეძლებთ უფასო პარკირებით სარგებლობას?

ზონალური პარკირების სისტემა რუსთაველის მიმდებარე 28 ქუჩაზე გაითიშა - სად შეძლებთ უფასო პარკირებით სარგებლობას?

BM.GE5 აგვისტო, 2026, 16:40|bm.ge

რუსთაველის გამზირზე წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემა დროებით გაითიშა და პარკირებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის დროებით უფასოა. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს მერიის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დროებით მთაწმინდის 28 ქუჩაზე გათიშულია.

„რუსთაველის გამზირზე წარმოებული მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდებარე ქუჩებზე დროებით გათიშულია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა და მოქალაქეებისთვის პარკირებით სარგებლობა, სამუშაოების პერიოდში, უფასოა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

პარკირებით სარგებლობა უფასოა: თაბუკაშვილის, ვაჩნაძის, შენგელაიას, ლეონიძის, სულხან-საბას, ინგოროყვას, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ჭანტურიას, ლაღიძის, მესხიას, აბაშიძის, ჯავახიშვილის, ახვლედიანის, ძმები კაკაბაძეების, ქიაჩელის, ნიკოლაძის, მიმინოშვილის, გრიბოედოვის, ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, ჟვანიას, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ძმები ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"კომპანია საიმედო ხელშია..." - უორენ ბაფეტის გამოსამშვიდობებელი წერილი Berkshire Hathaway-ის აქციონერებს

"კომპანია საიმედო ხელშია..." - უორენ ბაფეტის გამოსამშვიდობებელი წერილი Berkshire Hathaway-ის აქციონერებს

BM.GE

ტოდ ბოელი და მარკ უოლტერი წილებს გაყიდიან - “ჩელსის” კონტროლი Clearlake-ს გადაეცემა

ტოდ ბოელი და მარკ უოლტერი წილებს გაყიდიან - “ჩელსის” კონტროლი Clearlake-ს გადაეცემა

BM.GE

"წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროექტს მტკვრის სანაპიროზე" - Alpha Architecture

"წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროექტს მტკვრის სანაპიროზე" - Alpha Architecture

BM.GE

"ყოველ წელს უკან მივდივართ მხოლოდ იმის გამო, რომ მუშა ხელი არ არის"|"ჩაი მარტვილი - სადადიანო"

"ყოველ წელს უკან მივდივართ მხოლოდ იმის გამო, რომ მუშა ხელი არ არის"|"ჩაი მარტვილი - სადადიანო"

BM.GE