ACI World-მა მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური აეროპორტები დაასახელა
აეროპორტების საერთაშორისო საბჭომ (ACI World) გამოაცხადა Airport Innovation Awards 2026–ის დაჯილდოების გამარჯვებულები, რომელიც ADB SAFEGATE-თან პარტნიორობით იმართება.
ჯილდოები მიიღო ოთხმა აეროპორტმა და ერთმა ინდუსტრიის ლიდერმა იმ იდეებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ პროტოტიპად ან საპილოტე პროექტებად იქცა, არამედ უკვე განხორციელებულია და ხელშესახებ შედეგებს იძლევა მგზავრებისა და პერსონალისთვის.
ეს ჯილდო მეექვსედ გაიცემა. ნომინირებული იყო 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის მაისამდე განხორციელებული პროექტები, რომელთა შეფასება დადასტურებულ შედეგებს ეფუძნებოდა. გამარჯვებულები აეროპორტების ინოვაციების წამყვან გლობალურ ღონისძიებაზე, Airports Innovate-ზე გამოცხადდნენ.
კატეგორიაში „საუკეთესო ინოვაცია მგზავრთა გადაყვანის პროცესებში“ გაიმარჯვა შანხაის პუდონგის საერთაშორისო აეროპორტში (ჩინეთი) დანერგილმა ხელოვნური ინტელექტით მართულმა შემომავალი ბარგის დამუშავების ტექნოლოგიამ.
ნომინაციაში „საუკეთესო ინოვაცია აეროპორტის ოპერაციებსა და ინფრასტრუქტურის მართვაში“ ჯილდო გადაეცა ელექტრონულ საფრენი ზოლებთან ინტეგრირებულ ვიზუალური დოკინგის მართვის სისტემას, რომელიც გამოიყენება ჩინეთში, შანხაის ჰონგკიაოს აეროპორტში და ხელს უწყობს თვითმფრინავების გაფრენისა და ბუქსირების ეფექტურ მონიტორინგს.
კატეგორიაში „საუკეთესო ინოვაცია“ „საუკეთესო ინოვაციის“ კატეგორიაში (წელიწადში 5 მილიონამდე მგზავრის გადაყვანის მქონე აეროპორტებისთვის) ჟიურიმ გამარჯვება ორ პროექტს მიანიჭა, რომლებმაც თანაბარი ქულები დააგროვეს: რამდენიმე დრონის ერთდროული ექსპლუატაცია უესკა პირინეოსის აეროპორტში (ესპანეთი) და ღია ბაღის შექმნა ბურგასის აეროპორტის გამგზავრების დარბაზში (ბულგარეთი). ინდივიდუალურ კატეგორიაში „აეროპორტის ინოვაციების საუკეთესო ლიდერი“ ჯილდო ინჩეონის საერთაშორისო აეროპორტის კორპორაციის (კორეის რესპუბლიკა) ახალი ბიზნესის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტს, სან-იონგ ლის გადაეცა.
„მგზავრთა ნაკადის 2047 წლისთვის გაორმაგების მოლოდინით, მომავლის გამოწვევებს მხოლოდ ბეტონითა და ფოლადით ვერ გავუმკლავდებით. ჩვენ მათ ასეთი იდეებით შევხვდებით“, - განაცხადა ACI World-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯასტინ ერბაჩიმ.
წყარო: buyingbusinesstravel
