ორიგინალი
აუდიტმა სოციალური დახმარებებისა და დასაქმების პროგრამებში ხარვეზები გამოავლინა - რატომ ვერ მუშაობს პროგრამა?
კომერსანტი·18:00

აუდიტმა სოციალური დახმარებებისა და დასაქმების პროგრამებში ხარვეზები გამოავლინა - რატომ ვერ მუშაობს პროგრამა?

25 ნოემბერი, 2026 · 18:00

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიშები განიხილა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ ზაალიშვილმა „ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ 2022-2024 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში წარადგინა.

მისი განცხადებით, აუდიტის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები შეეხება: შესყიდვის საჭიროების განსაზღვრას, უძრავი ქონების მართვასა და შიდა კონტროლის სისტემის ნაკლოვანებებს.

როგორც მარიამ ზაალიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ მიგნებებზე ჰოლდინგის მიმართ 4 რეკომენდაცია გაიცა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კაპანაძემ სხდომაზე წარადგინა საარსებო შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი ბენეფიციარების სოციალურ დახმარებებზე დამოკიდებულების შემცირების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში.

მისი განცხადებით, აუდიტის ობიექტებს წარმოადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო აუდიტის პერიოდი მოიცავს 2023-2024 წლებსა და 2025 წლის პირველ ნახევარს.

გიორგი კაპანაძის განცხადებით, აუდიტის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები ეხება: სტრატეგიული ხედვის ტრანსფორმაციასა და პოლიტიკის თანმიმდევრულობას, საშეღავათო პერიოდის შემოღების შედეგებს, საარსებო შემწეობის პროგრამის სტრუქტურის კავშირს შრომის ბაზართან, მაღალი პოტენციალის მქონე შრომისუნარიანი პირების გამოვლენას და მათი დასაქმების ხელშემშლელი ბარიერების იდენტიფიცირებას სისტემაში ჩართვის ეტაპზე, ასევე ბენეფიციარების სეგმენტაციისთვის მონაცემთა ბაზების ანალიზის არგანხორციელებასა და პრიორიტეტული ჯგუფების არგამოყოფას.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, გამოვლენილ მიგნებებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ 5 რეკომენდაცია გაიცა.

მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე გიორგი კაპანაძემ ასევე წარადგინა „დასაქმების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“.

მისი განცხადებით, აუდიტის ობიექტი სსიპ-დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოა, ხოლო აუდიტის პერიოდი 2022 წლიდან 2025 წლის 1 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

მომხსენებლის განცხადებით, აუდიტის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები ეხება: სათანადო ფუნქციონირებისათვის საჭირო წინაპირობებს, სერვისის მიწოდებისა და დასაქმების აღრიცხვის პროცესს, ასევე მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებას.

გიორგი კაპანაძის თქმით, აუდიტის შედეგად გამოვლენილ ძირითად მიგნებებზე 6 რეკომენდაცია გაიცა.

აუდიტის ობიექტების წარმომადგენლები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს დაეთანხმნენ და მათ შესასრულებლად გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. აუდიტმა სოციალური დახმარებებისა და დასაქმების პროგრამებში ხარვეზები გამოავლინა - რატომ ვერ მუშაობს პროგრამა?

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·21:30

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, „კოსტა კონკორდიას“ ყოფილი კაპიტანი ტურისტულ სააგენტოში დასაქმდა

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, „კოსტა კონკორდიას“ ყოფილი კაპიტანი ტურისტულ სააგენტოში დასაქმდა
კომერსანტი·21:00

განსაკუთრებული პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა - ირაკლი კობახიძე

განსაკუთრებული პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა - ირაკლი კობახიძე
კომერსანტი·21:00

სამსახურში AI-ის გამოყენებით მსოფლიოში ინდოეთი, ჩინეთი და ნიგერია ლიდერობს

სამსახურში AI-ის გამოყენებით მსოფლიოში ინდოეთი, ჩინეთი და ნიგერია ლიდერობს
კომერსანტი·20:30

„European Best Destinations“-მა 2027 წლისთვის ევროპის საუკეთესო საშობაო ბაზრობები გამოავლინა

„European Best Destinations“-მა 2027 წლისთვის ევროპის საუკეთესო საშობაო ბაზრობები გამოავლინა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.