ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულებამ 1.157 მლრდ ლარს მიაღწია, რომლის 74% ორ ბანკზე მოდის
2026 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების ანგარიშებზე ჯამურად 1.157 მლრდ ლარის ღირებულების დასაკუთრებული ქონება ირიცხება. ამის შესახებ ფინანსურ ანგარიშგებებშია აღნიშნული. დასაკუთრებული ქონების თითქმის 74.1% კი ორ უმსხვილეს ბანკზე -„თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკზე“ მოდის.
დასაკუთრებული ქონება საბანკო სექტორში ძირითადად იმ აქტივებს მოიცავს, რომლებსაც ფინანსური ინსტიტუტები მსესხებლის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დავალიანების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით იკუთვნებენ. ასეთ აქტივებში შეიძლება შედიოდეს როგორც უძრავი ქონება, ისე ავტომობილები, დანადგარები და სხვა მოძრავი აქტივები.
ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, დასაკუთრებული ქონების მოცულობით ბანკების მდგომარეობა ასეთია:
თიბისი ბანკი – 463 933 989 ლარი საქართველოს ბანკი – 393 995 588 ლარი ბაზის ბანკი – 82 018 365 ლარი ქართუ ბანკი – 57 453 612 ლარი ტერაბანკი – 52 530 837 ლარი კრედო ბანკი – 40 411 485 ლარი ვითიბი ბანკი – 24 416 532 ლარი ლიბერთი ბანკი – 23 713 255 ლარი ხალიკ ბანკი – 12 342 395 ლარი ზირაათ ბანკი საქართველო – 1 098 986 ლარი პაშა ბანკი – 426 815 ლარი იშ ბანკი საქართველო – 209 442 ლარი პროკრედიტ ბანკი – 72 272 ლარი.
ამასთან, 2026 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, „სილქ ბანკის“, „პეისერას“, „ჰეშ ბანკისა“ და „პეივ-ბანკ ჯორჯიას“ ანგარიშებზე დასაკუთრებული ქონება არ ფიქსირდება.
რაც შეეხება მიკრობანკებს, მესამე კვარტლის მდგომარეობით, „კრისტალის“ ანგარიშზე 3 394 902 ლარის, ხოლო „ემბისის“ ანგარიშზე 1 511 829 ლარის დასაკუთრებული ქონებაა.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს საბანკო ბაზარზე სულ 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა.
