ორიგინალი
ბათუმში პარკირების ახალი წესი დამტკიცდა - კერძო კომპანიებს პარკირების ორგანიზების უფლების მიღება შეეძლებათ
კომერსანტი·17:00

ბათუმში პარკირების ახალი წესი დამტკიცდა - კერძო კომპანიებს პარკირების ორგანიზების უფლების მიღება შეეძლებათ

28 ნოემბერი, 2026 · 17:00

ბათუმის საკრებულომ პარკირების ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც ქალაქის როგორც საჯარო, ისე კერძო ტერიტორიებზე პარკირების ორგანიზებას და ამ საქმიანობის უფლების კერძო კომპანიებისთვის გადაცემას ითვალისწინებს,- ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.

ახალი რეგულაციის მიხედვით, პარკირების ადგილები ორ კატეგორიად იყოფა: საერთო და სპეციალურ ადგილებად. სპეციალური პარკირების ზონები განკუთვნილი იქნება ტაქსებისა და ტვირთების გადაზიდვა-გადატანის მომსახურებისთვის.

დადგენილება პარკირების ორგანიზების უფლების მესამე პირებისთვის გადაცემასაც ითვალისწინებს. ამის განხორციელება შესაძლებელი იქნება როგორც აუქციონის, ისე პირდაპირი განკარგვის გზით. ცალკეულ შემთხვევებში უფლების გადაცემა სასყიდლითაც იქნება შესაძლებელი, რაც კერძო პირს პარკირების საფასურის დაწესების შესაძლებლობას მისცემს.

პარკირების ადგილების განსაზღვრისას მუნიციპალიტეტმა უნდა გაითვალისწინოს სატრანსპორტო ნაკადები, ქუჩების გამტარუნარიანობა, მოსახლეობის სიმჭიდროვე, საგზაო უსაფრთხოება, ეკოლოგიური მდგომარეობა და ქვეითად მოსიარულეთა ინტერესები.

ახალი წესით, ტროტუარების საერთო პარკირების ადგილებად გამოყენება აიკრძალება. ამასთან, საპარკინგე ადგილები სანიაღვრე და საკანალიზაციო ჭებისგან, სახანძრო ჰიდრანტებისა და ნარჩენების კონტეინერებისგან მინიმუმ 2 მეტრით უნდა იყოს დაშორებული, გზაჯვარედინების გადაკვეთის ადგილებიდან კი — არანაკლებ 5 მეტრით.

შშმ პირთა პარკირების ბარათებზე ახალი რეგულაციები

დადგენილებით იცვლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარკირების საცნობი ნიშნის გაცემისა და გამოყენების წესიც. ახალი მიდგომით, ბარათი კონკრეტულ ავტომობილზე აღარ იქნება მიბმული და უშუალოდ შშმ პირზე გაიცემა.

ეს ნიშნავს, რომ ბარათით სარგებლობა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ ავტომობილში, რომლითაც მისი მფლობელი გადაადგილდება ან მგზავრობს.

საცნობი ნიშნის მისაღებად მოქალაქემ ბათუმის მერიას განცხადებით უნდა მიმართოს და წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შშმ სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

ბარათების ნამდვილობისა და აქტიური სტატუსის კონტროლისთვის მუნიციპალური ინსპექცია ელექტრონულ სისტემას გამოიყენებს. ინსპექტორები ავტომობილის საქარე მინაზე განთავსებული QR კოდის დასკანერებით შეძლებენ ინფორმაციის გადამოწმებას.

ამასთან, ინსპექტორს უფლება ექნება შეამოწმოს, იმყოფება თუ არა საცნობი ნიშნის მფლობელი ავტომობილში ან მის ახლომდებარე ტერიტორიაზე. თუ გამოვლინდება, რომ ბარათს მესამე პირი იყენებს ან ავტომობილი შშმ პირს არ ემსახურება, ეს პარკირების წესების დარღვევად ჩაითვლება.

ასეთ შემთხვევაში დამრღვევს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება, ხოლო საცნობი ნიშნის მოქმედება ექვსი თვით შეჩერდება.

კიდევ ერთი სიახლეა სხვა მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული შშმ პირთა პარკირების ბარათების აღიარება. ახალი წესით, ბათუმი საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების მიერ ოფიციალურად გაცემულ საცნობ ნიშნებსაც მიიღებს. შესაბამისად, მათი მფლობელები ბათუმში შესაბამისი სპეციალური საპარკინგე ადგილებით უფასოდ სარგებლობას შეძლებენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. ბათუმში პარკირების ახალი წესი დამტკიცდა - კერძო კომპანიებს პარკირების ორგანიზების უფლების მიღება შეეძლებათ

თემა: ბათუმში

ამ თემას 29 ქართული წყარო აშუქებს — სულ 281 სტატია.

  • ამბები.ge·18:49
    "როცა გულშემატკივრები ნეიტრალურ არენას აგრესიისთვის სცენად აქცევენ, სიჩუმე ნამდვილი უპასუხისმგებლობა იქნებოდა" - რას წერს ისრაელის ელჩი ბათუმში მომხდარზე
  • აჭარის ტელევიზია·18:27
    ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ანიმაციური ზღაპრის -„წითელჰუდას“ მესამე ჩვენება გაიმართა
  • იმედი·18:21
    თამარ ჩიბურდანიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა - ერთადერთი ოქროს წერტილი, სადაც ტოლერანტობა უმაღლეს სახელმწიფო დონეზეა აყვანილი - ეს ყველამ უნდა გაიაზროს
  • ტვ პირველი·16:33
    “ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ ქომაგები ერთმანეთს ბათუმის აეროპორტშიც დაუპირისპირდნენ
ბათუმში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·18:42

ჰორმუზის სრუტე აშშ-ისთვის სამუდამოდ დაიკეტება- ირანის პარლამენტის წევრი ალი ჰადადი

ჰორმუზის სრუტე აშშ-ისთვის სამუდამოდ დაიკეტება- ირანის პარლამენტის წევრი ალი ჰადადი
კომერსანტი·16:30

ჩინურ მონაცემთა ცენტრებში Nvidia-ს Blackwell-ის ჩიპები აღმოაჩინეს, რომლებზეც აშშ-ს საექსპორტო შეზღუდვები აქვს დაწესებული

ჩინურ მონაცემთა ცენტრებში Nvidia-ს Blackwell-ის ჩიპები აღმოაჩინეს, რომლებზეც აშშ-ს საექსპორტო შეზღუდვები აქვს დაწესებული
კომერსანტი·16:00

თბილისში მსხვილი კაპიტალური პროექტების დაფინანსება 28.2%-ით იზრდება - რას ითვალისწინებს 2027 წლის ბიუჯეტი

თბილისში მსხვილი კაპიტალური პროექტების დაფინანსება 28.2%-ით იზრდება - რას ითვალისწინებს 2027 წლის ბიუჯეტი
კომერსანტი·15:30

OpenAI Apple-ს კომერციული საიდუმლოების მოპარვაში ადანაშაულებს

OpenAI Apple-ს კომერციული საიდუმლოების მოპარვაში ადანაშაულებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.