ორიგინალი
გალტ & თაგარტი: საქართველო ეკონომიკური მაჩვენებლებით უკვე საინვესტიციო რეიტინგის დონეზეა
კომერსანტი·19:56

გალტ & თაგარტი: საქართველო ეკონომიკური მაჩვენებლებით უკვე საინვესტიციო რეიტინგის დონეზეა

27 ნოემბერი, 2026 · 19:56

გალტ & თაგარტის ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდით, ინფლაციით, საჯარო ფინანსებითა და მმართველობის ხარისხით უკვე უსწრებს საინვესტიციო რეიტინგის მქონე ქვეყნებს, თუმცა მისი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ამას ჯერ არ ასახავს. საქართველოს ეკონომიკა მათზე თითქმის ოთხჯერ სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია.

საგარეო სექტორი, რომელიც წლების განმავლობაში რეიტინგის ზრდას აფერხებდა, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა: 2026 წელს საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების მიმართ მდგრადობა აჩვენა.

S&P-მა და Fitch-მა 2026 წელს საქართველოს რეიტინგი BB დონეზე შეინარჩუნეს, პერსპექტივა კი პოზიტიურით შეცვალეს. ვინაიდან, რეიტინგის გაუმჯობესების პირობები უკვე დიდწილად შესრულებულია, გალტ & თაგარტი მოელის, რომ ორივე სააგენტო საქართველოს რეიტინგს 2027 წელს გააუმჯობესებს.

რეიტინგის გაუმჯობესება შეამცირებს დაფინანსების ხარჯებს მთავრობისთვის, ბანკებისა და კომპანიებისთვის და ქართულ ობლიგაციებში მეტ უცხოელ ინვესტორს მოიზიდავს. სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო სწრაფად მიაღწიოს.

სრული ანგარიშის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. გალტ & თაგარტი: საქართველო ეკონომიკური მაჩვენებლებით უკვე საინვესტიციო რეიტინგის დონეზეა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·20:00

Android-ის წილი სმარტფონების გლობალურ ბაზარზე ბოლო წლების მინიმუმამდე შემცირდა

Android-ის წილი სმარტფონების გლობალურ ბაზარზე ბოლო წლების მინიმუმამდე შემცირდა
კომერსანტი·20:00

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 34 პროექტზე ხელშეკრულებები გაფორმდა - რას ითვალისწინებს?

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 34 პროექტზე ხელშეკრულებები გაფორმდა - რას ითვალისწინებს?
კომერსანტი·19:30

ევროკავშირში საშუალო ხელფასი 2025 წელს 4.3%-ით გაიზარდა

ევროკავშირში საშუალო ხელფასი 2025 წელს 4.3%-ით გაიზარდა
კომერსანტი·19:00

Zara, H&M და Marks & Spencer ბანგლადეშს ტოვებენ - ბრენდებმა შეკვეთები აზიის სხვა ქვეყნებში გადაიტანეს

Zara, H&M და Marks & Spencer ბანგლადეშს ტოვებენ - ბრენდებმა შეკვეთები აზიის სხვა ქვეყნებში გადაიტანეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.