გლობალური ტემპერატურა ზედიზედ ექვსი დღე ინდუსტრიამდელ დონეს ორი გრადუსით აღემატებოდა
პირველად დაკვირვებების მთელ ისტორიაში, პლანეტაზე ზედიზედ ექვსი დღე დაფიქსირდა, როდესაც გლობალური ტემპერატურა ინდუსტრიამდელ დონეს ორ გრადუსზე მეტით აღემატებოდა. ამის შესახებ The Guardian–ი წერს.
ორშაბათს, 23 ნოემბერს, უახლესი ხელმისაწვდომი მონაცემებით, დედამიწის ზედაპირის საშუალო დღიური ტემპერატურა ინდუსტრიამდელ დონესთან შედარებით 2.24 გრადუსით მაღალი იყო. პროგნოზები მიუთითებს, რომ მსგავსი დონეები მინიმუმ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
„ეს გლობალური ტემპერატურის განსაკუთრებული ანომალიაა“, - განაცხადა სამანტა ბურგესმა, კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის კლიმატის სტრატეგიის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, რეკორდული ტემპერატურა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ დღიური მაჩვენებლები მერყეობს, დათბობის ეს დონე ნათლად აჩვენებს კლიმატის ცვლილების მასშტაბებს.
ადრე დღიური ტემპერატურა ორ გრადუსს მხოლოდ ორჯერ აღემატებოდა - 2023 წლის ნოემბერში და 2024 წლის თებერვალში, თუმცა ეს პერიოდები უფრო მოკლე იყო და ასეთ მაღალ მნიშვნელობებს ვერ აღწევდა.
ტემპერატურის მკვეთრი მატება დაკავშირებულია ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ გრძელვადიან გლობალურ დათბობასთან, ასევე უჩვეულოდ ძლიერ ელ-ნინიოსთან, რომელიც პიკს უახლოვდება. ბურგესის თქმით, ბოლო მსგავსი ელ-ნინიო 1870-იან წლებში მოხდა და მასიური შიმშილობა გამოიწვია, რამაც 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე მოვლენა პიკს იანვრამდე მიაღწევს, თუმცა, მისი სრული ეფექტი მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გახდება აშკარა.
ვრცლად snob.ru – ზე
