ორიგინალი
„ხელოვნური ინტელექტი დასაქმებულებს ცვლის“ - SAP-ში 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შემცირება იგეგმება
კომერსანტი·22:00

„ხელოვნური ინტელექტი დასაქმებულებს ცვლის“ - SAP-ში 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შემცირება იგეგმება

27 ნოემბერი, 2026 · 22:00

გერმანული ბიზნესპროგრამული უზრუნველყოფის კომპანია SAP თანამშრომელთა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ს კომპანიის გეგმებთან დაკავშირებული ორი წყარო ესაუბრა. სააგენტოს ცნობით, თანამშრომელთა წარმომადგენლობით საბჭოს შესაძლო შემცირების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მიუღია.

მედიის ინფორმაციით, SAP სულ მცირე 10 000 სამუშაო ადგილის გაუქმებას განიხილავს. ეს კომპანიის გლობალური თანამშრომლების მინიმუმ 9%-ს შეადგენს. საბოლოო რაოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის და შესაძლოა, შრომითი მოლაპარაკებების შემდეგ შეიცვალოს.

შემცირება ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებულ რესტრუქტურიზაციას უკავშირდება. Bloomberg-ის წყაროების ცნობით, კომპანიის ყველა დეპარტამენტს შესაძლო შემცირებების შესახებ წინადადებების მომზადება დაევალა. განსაკუთრებული ყურადღება პროდუქტის განვითარებისა და ინჟინერიის, ასევე გაყიდვების მიმართულებებს ეთმობა.

SAP-ში აცხადებენ, რომ კომპანია ორგანიზაციულ სტრუქტურას მუდმივად განიხილავს, რათა ის ბიზნესსტრატეგიასა და მომხმარებელთა საჭიროებებს შეესაბამებოდეს, თუმცა კონკრეტულად შესაძლო სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ კომენტარზე უარი თქვეს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. „ხელოვნური ინტელექტი დასაქმებულებს ცვლის“ - SAP-ში 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შემცირება იგეგმება

ტექსტის ზომა

გაზიარება

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.