ორიგინალი
საქართველო Trip.com Group-მა წლის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნად დაასახელა – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
კომერსანტი·15:00

საქართველო Trip.com Group-მა წლის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნად დაასახელა – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

24 ნოემბერი, 2026 · 15:00

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ავსტრალიაში, სიდნეიში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ სამიტზე "2026 Trip.com Group Global Partner Summit" სპეციალური ჯილდო "Strategic Partnership Destination of the Year" გადაეცა.

ჩინური გავლენიანი მსხვილი სამოგზაურო მედია პლატფორმა trip.com group-ს 20 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს და ყველაზე მაღალმხარჯველ ჩინელ მოგზაურებს აერთიანებს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2026 წელს პლატფორმაზე წარმატებული მარკეტინგული კამპანია ჩაატარა და 2027 წელს უფრო მასშტაბური კამპანიის განხორციელებას გეგმავს.

სიდნეიში გამართული სამიტი „2026 Trip.com Group Global Partner Summit" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური საერთაშორისო ბიზნეს ღონისძიებაა, სადაც წამყვანმა ტურისტულმა მიმართულებებმა მიიღეს მონაწილეობა.

სამიტის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საერთაშორისო ტურისტული, მარკეტინგული კომპანიებისა და სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის სფეროს ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

სამიტი მიზნად ისახავდა ტურიზმის სფეროში ინოვაციების, ციფრული ტრანსფორმაციების დანერგვასა და თანამშრომლობის განვითარებას.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. საქართველო Trip.com Group-მა წლის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნად დაასახელა – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·13:00

„მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ“ - მიხეილ სარჯველაძე

„მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ“ - მიხეილ სარჯველაძე
კომერსანტი·12:30

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება
კომერსანტი·12:26

ვლადიმერ პუტინი პოლიტიკის გროსმაისტერია - ჯარედ კუშნერი

ვლადიმერ პუტინი პოლიტიკის გროსმაისტერია - ჯარედ კუშნერი
კომერსანტი·09:00

მქონდა მოლოდინი, რომ სანქციები იქვე მოიხსნებოდა, მაგრამ რუსეთი ღვინის კიდევ 2 კომპანიის დასანქცირებასაც აპირებს, გაოცებული ვიყავი ამით - გიორგი ზურაბაშვილი

მქონდა მოლოდინი, რომ სანქციები იქვე მოიხსნებოდა, მაგრამ რუსეთი ღვინის კიდევ 2 კომპანიის დასანქცირებასაც აპირებს, გაოცებული ვიყავი ამით - გიორგი ზურაბაშვილი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.