ორიგინალი
საქართველოში ხელფასის მიმღებთა რიცხვი 1.01 მილიონამდე გაიზარდა - PMC კვლევითი ცენტრი
კომერსანტი·16:35

საქართველოში ხელფასის მიმღებთა რიცხვი 1.01 მილიონამდე გაიზარდა - PMC კვლევითი ცენტრი

27 ნოემბერი, 2026 · 16:35

2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში ყოველთვიური დარიცხული ხელფასის მიმღებთა რაოდენობამ 1 016 142 შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2026 წლის აგვისტოსთან შედარებით 5%-ით, ხოლო 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. განახლებულ დასაქმების თრექერს PMC კვლევითი ცენტრი აქვეყნებს.

სექტემბრის მონაცემებით ხელფასის მიმღებთა განაწილება ასეთია:

ყველაზე დაბალი ანაზღაურება - 0-დან 600 ლარამდე: ამ კატეგორიის წილი სექტემბერში 11% იყო. ეს მაჩვენებელი როგორც 2026 წლის აგვისტოსთან, ისე 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2 400 ლარის ან მეტი თვიური ხელფასის მიმღებთა წილმა სექტემბერში 38% შეადგინა. წილი 2026 წლის აგვისტოსთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო წლიურ ჭრილში 4.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. იმ ადამიანების წილი, რომლებიც სექტემბერში 9 600 ლარს ან მეტს იღებდნენ, 3% იყო, რაც თვიურ ჭრილში 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ხოლო გასული წლის სექტემბერთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაზრდილია.

სექტემბერში Jobs.ge-ზე ჯამში 8 319 ვაკანსია გამოქვეყნდა, ეს წლიურად 5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

თვიურ ჭრილში ვაკანსიების ყველაზე დიდი ზრდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში დაფიქსირდა (29%), ხოლო ყველაზე დიდი კლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში (42%-ით).

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. საქართველოში ხელფასის მიმღებთა რიცხვი 1.01 მილიონამდე გაიზარდა - PMC კვლევითი ცენტრი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·16:30

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისია ილონ მასკის „სფეის იქსს“ კოსმოსში მონაცემთა ცენტრების შესაქმნელად მილიონამდე თანამგზავრიანი სისტემის განთავსების ნებართვას აძლევს

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისია ილონ მასკის „სფეის იქსს“ კოსმოსში მონაცემთა ცენტრების შესაქმნელად მილიონამდე თანამგზავრიანი სისტემის განთავსების ნებართვას აძლევს
კომერსანტი·16:20

კომპანიები მშრალ ღვინოს იმპორტირებული ყურძნის კონცენტრატით ატკბობენ - სამინისტრო

კომპანიები მშრალ ღვინოს იმპორტირებული ყურძნის კონცენტრატით ატკბობენ - სამინისტრო
კომერსანტი·16:00

საქართველოში რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა, რომელთაგან მხოლოდ 250 000-ია აქტიური

საქართველოში რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა, რომელთაგან მხოლოდ 250 000-ია აქტიური
კომერსანტი·16:00

„ბაზარზე ხარისხის კონტროლისა და დაზღვევის მექანიზმებია გასაძლიერებელი“ - ილია წულაია(bm.ge)

„ბაზარზე ხარისხის კონტროლისა და დაზღვევის მექანიზმებია გასაძლიერებელი“ - ილია წულაია(bm.ge)
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.