ორიგინალი
ბორის ჯონსონი დასავლეთს სისუსტეში ადანაშაულებს, მერცი 2008 წლის შეცდომას იხსენებს
ევრონიუსი საქართველო·12:59

ბორის ჯონსონი დასავლეთს სისუსტეში ადანაშაულებს, მერცი 2008 წლის შეცდომას იხსენებს

25 ნოემბერი, 2026 · 12:59

ვაშინგტონსა და ევროპის სახელმწიფოებს უკრაინის მხარდაჭერის „ფუნდამენტურად სუსტი სტრატეგიის ქონაში“ ადანაშაულებს გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც დაუნინ სთრითის კაბინეტში უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს იმყოფებოდა, 36 ქვეყნისგან შემდგარ „მსურველთა კოალიციას“ აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ გაერთიანება სათანადოდ ვერ პასუხობს კიევის მოთხოვნებს, მოსკოვის მზარდი სამხედრო აგრესიის ფონზე.

„ეს სისუსტე მდგომარეობს იმაში, რომ ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ქრონიკულად და სრულიად უსაფუძვლოდ თავს არიდებენ ამ ომში ჩვენი მიზნების განსაზღვრას და იმის მკაფიოდ განმარტებას, თუ როგორ აღვიქვამთ უკრაინელებს, ვინ გვგონია ისინი და როგორ წარმოგვიდგენია უკრაინის მომავალი. როგორც არ უნდა განვმარტო, ჩემი აზრით, სწორედ ეს გაურკვევლობა იქცა ახლა მშვიდობის დამყარების ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად.

ეს სამარცხვინო ბუნდოვანება, არასაკმარისი სიმტკიცე და გადაწყვეტილების მიღების უუნარობა იწვევს ათიათასობით მსხვერპლს ყოველ კვირას, უკრაინის მოსახლეობას პუტინის სასტიკი დაბომბვების ქვეშ კიდევ ერთი ზამთრის გატარებას აიძულებს და აყოვნებს იმას, რაც სხვა შემთხვევაში თავისუფალი, სუვერენული და წარმატებული უკრაინის გარდაუვალი გამარჯვება იქნებოდა.

ჩვენ გვაქვს ე.წ. „მსურველთა კოალიცია“ - ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც მზად არიან, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინაში ჯარები გაგზავნონ. ასეა? თუმცა, ამ ტემპით „მსურველთა კოალიცია“ „უსასრულოდ მოლოდინში მყოფთა კოალიციად“ გადაიქცევა. არ არსებობს არანაირი მიზეზი, რატომ არ უნდა განთავსდნენ ისინი უკვე ახლა უკრაინის იმ ტერიტორიებზე, რათა შეასრულონ ლოგისტიკური და სხვა დამხმარე ფუნქციები, მათ შორის, უკრაინული ძალების გარკვეულ პოზიციებზე ჩანაცვლება და მათი ზურგის უზრუნველყოფა.

ისინი იქ მხოლოდ სიმბოლური მისიით იქნებოდნენ განთავსებული, რათა მკაფიო გზავნილი გაეგზავნათ, თუმცა ეს გზავნილი უაღრესად მნიშვნელოვანია: გადაწყვეტილება თავად უკრაინელებს ეკუთვნით. სწორედ თავისუფალმა, სუვერენულმა და დამოუკიდებელმა უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, რომელი ქვეყნის ჯარებს დაუშვებს საკუთარ ტერიტორიაზე და არა კრემლმა. სწორედ ეს არის მთავარი. სწორედ ეს საკითხია ამ კონფლიქტის არსი.

მინდა აღვნიშნო, რომ „მსურველთა კოალიციის“ ჯარების უკრაინაში უკვე ახლა გაგზავნა არამხოლოდ დღევანდელი ვითარების, არამედ მომავლისთვისაც მნიშვნელოვანი პრეცედენტი იქნება.

უნდა დავასრულოთ ეს ნახევრად გულგრილი დამოკიდებულება და გადაწყვეტილების მიღების უუნარობა. პუტინს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი განზრახვები სერიოზულია.

მხოლოდ მაშინ, როდესაც ის დაინახავს, რომ დასავლეთი თავისუფალი უკრაინის მხარდაჭერაში მტკიცედ არის განწყობილი - რაც აშკარად და კატეგორიულად ნიშნავს უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობის დაშვებას, თუკი ამას თავად უკრაინელები მოისურვებენ - მხოლოდ მაშინ მიხვდება პუტინი, რომ თამაში დასრულებულია, და დაასრულებს ამ ომს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.

ევროპელი ლიდერები, განსაკუთრებით 2022 წლის თებერვლის შემდეგ, ხშირად იმეორებენ, რომ წარსულში დაშვებულმა შეცდომებმა ვლადიმერ პუტინს უფრო მეტი მოქმედებისკენ უბიძგა და ხელ-ფეხი გაუხსნა ჯერ უკრაინის აღმოსავლეთით, შედგომ კი სრულმასშტაბიანი შეჭრისკენ, ასევე ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისკენ, ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების გზით, რომლის ლეგიტიმურობასაც მხოლოდ მოსკოვი აღიარებს.

ამავე კონტექსტში, გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ 2008 წელს, NATO-ს ბუქარესტის სამიტზე ალიანსში უკრაინის გაწევრებაზე უარის თქმა შეცდომა იყო:

„ვფიქრობ, დღეს, როდესაც წარსულს ვაფასებთ, ყველა ვხედავთ, თუ რა შეცდომა იყო 2008 წელს ბუქარესტში გამართულ NATO-ს სამიტზე უკრაინის ალიანსში გაწევრების შესახებ ამერიკული წინადადების გაუთვალისწინებლობა. უკრაინა NATO-ს წევრი რომ გამხდარიყო, შესაძლოა, ეს ომი თავიდან აგვეცილებინა“, - თქვა ფრიდრიხ მერცმა.

საგულისხმოა, რომ 2008 წელს გერმანიის იმდროინდელმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების საკითხზე, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინის გაწევრებასთან დაკავშირებით, სკეპტიკური და ფრთხილი პოზიცია დაიკავა.

მერკელი საკუთარ პოზიციას ასაბუთებდა იმ არგუმენტებით, რომ არც თბილისი და არც კიევი არ იყვნენ მზად სამხედრო ალიანსის წევრობისთვის, ასევე ორივე ქვეყანას ჰქონდა შიდა და რეგიონული პოლიტიკური პრობლემები, ხოლო მოსკოვის შესაძლო რეაქცია ევროპული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა.

ამავე აზრზე მერკელი დარჩა 16 წლის შემდეგაც, როდესაც რუსეთი საქართველოშიც იყო შემოჭრილი, უკრაინის ტერიტორიებიც ჰქონდა ოკუპირებული და მის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომსაც აწარმოებდა.

მისი განმარტებით, MAP-ის მინიჭება არ ნიშნავდა დაუყოვნებლივ NATO-ში მიღებას, მაგრამ ქმნიდა შუალედურ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც საქართველო და უკრაინა ალიანსის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე დარჩებოდნენ. მას მიაჩნდა, რომ ამ პერიოდში პუტინს შეეძლო სამხედრო მოქმედებებით პროცესისთვის ხელი შეეშალა.

ამ პოლიტიკის გამო, მერკელს ხშირად ადანაშაულებდნენ მოსკოვისადმი ლოიალური პოლიტიკის გატარებაში, რამაც, ევროპელი ლიდერებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, ვლადიმერ პუტინი „გაათამამა“.

სრული სტატია წყაროზეწყარო: euronewsgeorgia.com
  1. მთავარი
  2. ევრონიუსი საქართველო
  3. ბორის ჯონსონი დასავლეთს სისუსტეში ადანაშაულებს, მერცი 2008 წლის შეცდომას იხსენებს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ევრონიუსი საქართველო·12:22

კანონმდებლებმა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის გაუქმების გეგმა დაამტკიცეს

კანონმდებლებმა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის გაუქმების გეგმა დაამტკიცეს
ევრონიუსი საქართველო·12:19

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის სანაპიროსთან გაჭედილი სატვირთო გემი კვლავ ზღვაშია

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის სანაპიროსთან გაჭედილი სატვირთო გემი კვლავ ზღვაშია
ევრონიუსი საქართველო·12:16

უკრაინაში უნგრეთის პრემიერის ვიზიტი „ორბანის პოლიტიკისგან დისტანცირებად“ შეფასდა

უკრაინაში უნგრეთის პრემიერის ვიზიტი „ორბანის პოლიტიკისგან დისტანცირებად“ შეფასდა
ევრონიუსი საქართველო·12:08

“როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან ან ადამიანის უფლებები ირღვევა, პასუხი არასოდეს უნდა იყოს,–„ეს ალგორითმმა გააკეთა“ - ანტონიო გუტიერეში

“როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან ან ადამიანის უფლებები ირღვევა, პასუხი არასოდეს უნდა იყოს,–„ეს ალგორითმმა გააკეთა“ - ანტონიო გუტიერეში
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.