ორიგინალი
ვინ დახვდება ბიულეტენზე ესპანელ ამომრჩეველს 29 ნოემბრის ვადამდელ არჩევნებზე?
ევრონიუსი საქართველო·17:14

ვინ დახვდება ბიულეტენზე ესპანელ ამომრჩეველს 29 ნოემბრის ვადამდელ არჩევნებზე?

27 ნოემბერი, 2026 · 17:14

სოციალურმა კრიზისმა და საცხოვრებელი ხარჯების მკვეთრმა ზრდამ, ესპანეთის მოსახლეობა ჯერ კიდევ ზაფხულში გამოიყვანა ქუჩებში, თუმცა სტუდენტების ხელმძღვანელობით დაწყებულმა საპროტესტო მოძრაობამ გაცილებით მასშტაბური ფორმა შემოდგომის მეორე ნახევრისთვის მიიღო.

დომინოს პრინციპით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებულმა დემონსტრაციებმა ესპანეთის ხელისუფლება კიდევ ერთი მძიმე გამოცდის წინაშე დააყენა და შექმნილი მდგომარეობის განსამუხტად პედრო სანჩესს ერთადერთი გზა დარჩა - ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

29 ნოემბერს ესპანეთის მოსახლეობა საარჩევნო ყუთებთან წყვეტს, ვის მიანდოს ქვეყნის მართვა მომდევნო წლების განმავლობაში. არჩევანი კი მათ აქვთ ჯერ კიდევ მოქმედ სოციალისტ პედრო სანჩესსა და კონსერვატიულ და ულტრამემარჯვენე ძალებს შორის.

ესპანეთის მთავრობის ამჟამინდელი მეთაური პრემიერ-მინისტრის სავარძელს 2018 წლიდან იკავებს, რაც მას დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივად მოქმედ ლიდერად აქცევს. მას მკაფიოდ გამოხატული პოზიციები აქვს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, ირანის წინააღმდეგ ვაშინგტონისა და თელ-ავივის მიერ დაწყებული ომისა და ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციების მიმართ.

საერთაშორისო მასშტაბით განვითარებული ანტიიმიგრაციული განწყობების მიუხედავად, სანჩესი მიგრაციის მიმართ საკუთარ მხარდამჭერ პოლიტიკას მტკიცედ იცავს.

მისი მმართველობის პერიოდში ესპანეთი რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპის მსხვილ ეკონომიკებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად იქცა. თუმცა, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდამ საცხოვრებელი სახლების გაძვირებით გამოწვეული უკმაყოფილება ვერ გააქრო.

„სანჩესი, უპირველეს ყოვლისა, ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია. ის მტკიცე პოლიტიკური ფიგურაა, რომლის საქმიანობის სტილშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თეატრალურობა და საკუთარი პოლიტიკური როლის ოსტატურად წარმოჩენა.

ბოლო პერიოდში მან განსაკუთრებული აქცენტი სოციალურ დღის წესრიგზე გააკეთა და შეძლო დონალდ ტრამპისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მან ასევე შეძლო ადამიანის უფლებების დაცვის საკითხის წინ წამოწევა როგორც ღაზისა და უკრაინის შემთხვევაში, ისე ესპანეთში იმიგრაციის საკითხთან დაკავშირებით.

ამ მიმართულებით საკმაოდ მასშტაბური კამპანია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მიგრანტების ლეგალიზაციის პროგრამები განხორციელდა. მათი მიზანი იყო, ხაზი გაესვათ ესპანეთისთვის მიგრაციული პროცესების დადებითი გავლენისა და სარგებლისთვის“, - ამბობს ალეხანდრო კიროგა, პოლიტიკის ექსპერტი.

პედრო სანჩესისთვის სერიოზულ გამოცდად იქცა სეუტაში მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში წარმოქმნილი კრიზისი, რამაც, გარკვეულწილად დაძაბა მადრიდის ურთიერთობები მოკავშირე იტალიასთან, თუმცა მცირე დროით. ამას დაემატა კორუფციული სკანდალი, რომელიც გარდა პრემიერის გარემოცვისა, უშუალოდ მის ოჯახის წევრებსაც შეეხო. საქმეები ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა.

მთავრობის შესაბამისი რგოლების გამართულ მუშაობაზე არაერთი კითხვის ნიშანი გაჩნდა ესპანეთში, მიმდინარე წლის განმავლობაში ორჯერ დატრიალებული სარკინიგზო კატასტროფის ირგვლივ, რამაც ჯამში 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სანჩესის მეორე მხარეს არის „სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი ალბერტო ნუნიეს ფეიხო, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში საჯარო პოლიტიკაში. ის სკანდალებისგან თავის არიდებით გამოირჩევა და საკუთარ თავს გონივრულ, ზომიერ და ეფექტიან მემარჯვენე-ცენტრისტ ადმინისტრატორად წარმოაჩენს.

65 წლის ფეიხო სახელმწიფო რეგულაციების შემცირებასა და გადასახადების დაწევას გეგმავს, რაც ამჟამად, შეიძლება ითქვას, რომ „ყველაზე მომგებიანი“ წინასაარჩევნო დაპირებაა, რადგან პასუხობს, უპირველეს ყოვლისა, ქუჩებში გამოსული მოქალაქეების ინტერესებს.

სანჩესის მსგავსად, ისიც ევროკავშირის მტკიცე მხარდამჭერია. გამარჯვების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფეიხო აშშ-სა და ისრაელთან ურთიერთობების გაუმჯობესებას შეეცდება.

„ფეიხო არის კანდიდატი, რომელიც საკუთარ თავს გამოცდილ მმართველად და ეფექტიან ადმინისტრატორად წარმოაჩენს. ის გალისიის ზომიერი, ტრადიციული კონსერვატიული პოლიტიკური წრიდან მოდის. გალისია ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული ავტონომიური გაერთიანებაა.

თუმცა, წინა საარჩევნო კამპანიის დროს და გარკვეულწილად ახლაც, ფეიხოს მნიშვნელოვანი სირთულეები არ ჰქონია ულტრამემარჯვენე ძალებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ჩარჩოებისა და რიტორიკის გაზიარებაში. ამასთანავე, სანჩესთან დაპირისპირებისას ის ზოგჯერ ხელს უწყობს პოლიტიკური დებატების კიდევ უფრო დაძაბვასა და ვითარების არევას“, - ამბობს ალეხანდრო კიროგა, პოლიტიკის ექსპერტი.

ესპანეთი შიდაპოლიტიკურ პრობლემებს ემატება ევროპის წინაშე მდგარი სერიოზული გამოწვევები, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას, საარჩევნო ყუთთან მისვლისას, გადაწყვეტილების მიღებამდე, მეტი დაფიქრება მართებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: euronewsgeorgia.com
  1. მთავარი
  2. ევრონიუსი საქართველო
  3. ვინ დახვდება ბიულეტენზე ესპანელ ამომრჩეველს 29 ნოემბრის ვადამდელ არჩევნებზე?

ტექსტის ზომა

გაზიარება

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.