ისარგებლე Amex-ის Black Friday შეთავაზებებით - მიიღე მეტი MR ქულა და ფასდაკლებები
Black Friday-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა. 27, 28 და 30 ნოემბერს საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სპეციალური პირობებით სხვადასხვა პარტნიორ ობიექტებში.
27 ნოემბერი – MR ქულების ქეშბექი აფთიაქში შოპინგისას
27 ნოემბერს, ნებისმიერ აფთიაქში მინიმუმ 100 ლარის გადახდის შემთხვევაში, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელები 20 ლარის MR ქულას მიიღებენ.
შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი წინასწარ გააქტიურება მობილბანკში და გადახდის საქართველოს ბანკის ტერმინალით შესრულება.
შეთავაზებით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია ერთჯერადად და MR ქულები დაერიცხება მხოლოდ თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში.
28 ნოემბერი – 30%-იანი ფასდაკლება MR ქულებით გადახდისას
28 ნოემბერს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, MR ქულებით გადახდისას 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ, ლიმიტის გარეშე, შემდეგ მაღაზიებში:
JYSK, Manamo Home, Home, English Home, Blue Tabla, Old Supra, White Studio, Berghoff, Kitchen & More, Willmax Home, Madame Coco, Remember, ICR Home, Laboratory My Home, KARE, Naterial, Sleep & Bed და My Office.
შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.
30 ნოემბერი – extra.ge-სა და ICR SHOP-ში
Cyber Monday-ის ფარგლებში extra.ge-სა და ICR SHOP-ში მომხმარებლებს შემდეგი შეთავაზებით სარგებლობა შეეძლებათ:
ICR-ის ონლაინ მაღაზიაში მინიმუმ 300 ლარის გადახდისას მომხმარებლები დახარჯული თანხის 30%-ს MR ქულების სახით დაიბრუნებენ (მაქსიმუმ 100 ლარის MR ქულებს).
შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მობილბანკში გააქტიურება, გადახდისას ბარათის მონაცემების შეყვანა და საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდის არჩევა. ქეშბექი 7 სამუშაო დღეში აისახება.
ხოლო extra.ge-ზე მინიმუმ 500 ლარის შენაძენისას, 150 ლარის MR ქულას მიიღებენ.
შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი მობილბანკში გააქტიურება და გადახდისას საქართველოს ბანკის ან Apple/Google Pay გადახდის მეთოდის არჩევა. შეთავაზებით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია ერთჯერადად და MR ქულები მხოლოდ თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში დაბრუნდება.
თუ საკრედიტო Amex ბარათის აღებას გეგმავ, ახლა ამისთვის კარგი დროა. Black Friday-სა და Cyber Monday-ის შეთავაზებებთან ერთად, Amex-ის მფლობელებს მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ ისარგებლონ პარტნიორი ობიექტების შეთავაზებებით, დააგროვონ MR ქულები და გამოიყენონ ისინი სასურველი შენაძენებისთვის.
საკრედიტო Amex ბარათის ასაღებად ეწვიეთ ბმულს.
