ორიგინალი
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
ფორბს საქართველო·19:38

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

27 ნოემბერი, 2026 · 19:38

საქართველოს ბანკი – საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა FIBA-ს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა. ათენში გამართული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა – ანგარიშით 88:92.

განსაკუთრებით დრამატული გამოდგა შეხვედრის დამატებითი დრო. მატჩის დასრულებამდე 57 წამით ადრე საქართველოს ნაკრები შვიდი ქულით ჩამორჩებოდა მეტოქეს, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და შეხვედრის ბოლო 11 ქულა მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თორნიკე შენგელიამ და მარკიზ რიდმა. შენგელიამ შეხვედრა 25 ქულით, 11 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით დაასრულა, ხოლო რიდმა გუნდს 30 ქულა მოუტანა. მნიშვნელოვანი ქულები მოაგროვა დუდა სანაძემაც (13 ქულა).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის დამარცხება ისტორიაში პირველად შეძლო. ამ გამარჯვებით გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში მეექვსე მოგება მოიპოვა და ჯგუფში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას 29 ნოემბერს, პორტუგალიის წინააღმდეგ გააგრძელებს.

საქართველოს ბანკი განაგრძობს სპორტის განვითარებისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერას. ბანკისთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისა და გუნდების გვერდით დგომა, რომლებიც საკუთარი შრომით, თავდადებითა და შედეგებით საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენენ.

საქართველოს ბანკი – საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: forbes.ge
  1. მთავარი
  2. ფორბს საქართველო
  3. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფორბს საქართველო·17:49

Forbes: Formula 1-ის 2026 წლის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდები

Forbes: Formula 1-ის 2026 წლის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდები
ფორბს საქართველო·17:42

Lukoil-ის უცხოურ აქტივებს ამერიკული კონსორციუმი შეისყიდის

Lukoil-ის უცხოურ აქტივებს ამერიკული კონსორციუმი შეისყიდის
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.