მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ტრამპის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს
ტრამპის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს

ტრამპის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს

ფორმულა|formulanews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, დღის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.

ეს განცხადება მან ნატოს სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორმხრივი შეხვედრის დროს გააკეთა.

ორმხრივი შეხვედრის დროს ტრამპმა ჟურნალისტებს ჰკითხა, ჰქონდათ, თუ არა მათ კითხვები ვლადიმერ პუტინთან.

„გაქვთ კითხვები პუტინთან?", – ჰკითხა ტრამპმა ჟურნალისტებს. როგორც CNN წერს, აღნიშნულმა გამოიწვია გარკვეული დაბნეულობა, თითქოს ტრამპს ზელენსკი პუტინში აერია.

დაბნეულობის გამო, ტრამპმა საკუთარი ნათქვამი განმარტა: "დაგვისვით კითხვა, არა ზელენსკისთვის, არამედ პუტინისთვის, რადგან დღეს მასთან საუბარს ვაპირებ".

დონნალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს ბოლოს დაახლოებით 90-წუთიანი სატელეფონო საუბარი 4 ივლისს ჰქონდათ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ საუბრის დროს ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, დახმარებოდა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების ორგანიზებას.

გაზიარება:
F

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს

HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს

ფორმულა

გეოპოლიტიკური კრიზისი: NATO-ს ანკარის სამიტის შედეგები და აშშ-ირანის სამხედრო ესკალაცია

გეოპოლიტიკური კრიზისი: NATO-ს ანკარის სამიტის შედეგები და აშშ-ირანის სამხედრო ესკალაცია

ფორმულა

უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა

უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა

ფორმულა

ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს

ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს

ფორმულა