
მერცის თქმით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვაზე აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
გერმანია და აშშ Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი სარაკეტო სისტემების შეძენაზე და გერმანიის ტერიტორიაზე განთავსებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ კანცლერმა ფრიდრიხ მარცმა ისაუბრა.
მან თქვა, რომ ამ თემაზე საუბარი შედგა ამერიკის მხარესთნ ნატოს სამიტის ფარგლებში და დასძინა, რომ ამ შეთანხმებამ მოლოდინებს გადააჭარბა.
„ამ ნაბიჯით ჩვენ ვხურავთ კრიტიკულ სტრატეგიულ ხვრელს ჩვენს თავდაცვაში, პარალელურად კი ვმუშაობთ საკუთარი ევროპული სისტემების შექმნასა და მათ ევროპაში განთავსებაზე“, — განაცხადა მან.
Tomahawk-ების ბედი გაურკვეველი მას შემდეგ გახდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაისში გამოაცხადა, რომ შეამცირებდა აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობას გერმანიაში. ეს აღქმული იყო წინა ადმინისტრაციის იმ გეგმის გაუქმებად, რომელიც გერმანიაში შორ მანძილზე მოქმედი Tomahawk-ის რაკეტებით აღჭურვილი ამერიკული ბატალიონის განლაგებას ითვალისწინებდა.
ბერლინი აქტიურად ლობირებდა ამ ნაბიჯს, როგორც რუსეთის წინააღმდეგ შემაკავებელ მძლავრ ბერკეტს, სანამ ევროპელები ამ ტიპის საკუთარ შეიარაღებას შექმნიან.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge