მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. არასრულწლოვანის პორნოგრაფიული მასალის გავრცელებისთვის ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა
არასრულწლოვანის პორნოგრაფიული მასალის გავრცელებისთვის ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

არასრულწლოვანის პორნოგრაფიული მასალის გავრცელებისთვის ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ფორმულა|formulanews.ge

პროკურატურის ინფორმაციით, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ცნობით, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ სხვადასხვა პირებისგან არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას იღებდა, ინახავდა და გავრცელების მიზნით „ტელეგრამის“ ჯგუფის წევრებს უგზავნიდა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა და გავრცელება) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ფორმულა

სააგენტო: ცალკეულ რეგიონებში 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება

სააგენტო: ცალკეულ რეგიონებში 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება

ფორმულა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი დააკავეს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი დააკავეს

ფორმულა

ტრამპი ზელენსკის: თქვენ და უკრაინის მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ

ტრამპი ზელენსკის: თქვენ და უკრაინის მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ

ფორმულა