
ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, წინააღმდეგ აღძრულ ქრთამის აღების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე დანიშნა.
მოსამართლე ფიქრია სექტურაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობის შეცვლის საფუძველი არ არსებობს. დღევანდელ პროცესს ყოფილი პრემიერი არ დასწრებია — პენიტენციური დაწესებულებიდან სასამართლოს აცნობეს, რომ მან სხდომაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ღარიბაშვილს პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღებაში წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო შესყიდვების ფარგლებში, ყოფილმა პრემიერმა ქრთამის სახით 750 ათასი ლარი მიიღო, ხოლო სახელმწიფოს 6.98 მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიადგა.
ბრალდებას ღარიბაშვილი ამ ეტაპზე სასჯელს უკვე სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იხდის.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge