მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სტიქია თელავში – დატბორილია სახლები, მაღაზიები და ქუჩები
სტიქია თელავში – დატბორილია სახლები, მაღაზიები და ქუჩები

სტიქია თელავში – დატბორილია სახლები, მაღაზიები და ქუჩები

ფორმულა|formulanews.ge

თელავში უხვმა ნალექმა ძლიერი სტიქია გამოიწვია. გვიან ღამით ადიდებულმა მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია, ხოლო მოვარდნილი ღვარცოფი ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარე ხიდმა ვერ გაატარა, რის შედეგადაც კავკასიონისა და ალაზნის ქუჩები დაიტბორა.

სტიქიის შედეგად წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებში, კორპუსების პირველ სართულებსა და სარდაფებში, ასევე დაიტბორა მაღაზიები, აფთიაქები და სხვა კომერციული ობიექტები. დაზიანებულია ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა. რამდენიმე ოჯახი უსაფრთხოების მიზნით ევაკუირებულია.

ადგილზე დილიდან მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და სპეციალური ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ზარალი მასშტაბურია და შექმნილია საგანგებო შტაბი. ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის თქმით, ზარალი შეფასდება და მისი აღმოფხვრის სამუშაოები უმოკლეს ვადაში განხორციელდება.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კობახიძე მდინარაძეზე: მას ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა

კობახიძე მდინარაძეზე: მას ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა

ფორმულა

საგარეო: ნეპალში, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა

საგარეო: ნეპალში, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა

ფორმულა

კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია

კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "საკუთარი ნებით"

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "საკუთარი ნებით"

ფორმულა