მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კობახიძე მდინარაძეზე: მას ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა
კობახიძე მდინარაძეზე: მას ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა

კობახიძე მდინარაძეზე: მას ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა

ფორმულა|formulanews.ge

მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს საკუთარი ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის, გუნდის წინაშე დამსახურებისთვის, – ამის შესახებ "ოდნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ათი წლის განმავლობაში მამუკა მდინარაძე უამრავ რამეს აკეთებდა, რაც აისახა ქვეყნის განვითარებასა და „ქართული ოცნების“ გუნდის გაძლიერებაზე.

„უპირველესად, მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს, მის მიერ გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, მისი სამსახურისთვის საკუთარი ქვეყნის წინაშე, მისი დამსახურებისთვის გუნდის წინაშე. ათი წლის განმავლობაში ის უამრავ რამეს აკეთებდა, რაც აისახა ქვეყნის განვითარებაზე და ჩვენი გუნდის გაძლიერებაზე. მას ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა. ჩვენთვის სამწუხაროა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. გუშინ გვქონდა შეხვედრა, ასევე დღეს, მათ შორის გვქონდა კონსულტაციები ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ეს იყო მისი გადაწყვეტილება. ჩვენ ვცადეთ, ის დაგვერწმუნებინა საპირისპირო გადაწყვეტილებაში, თუმცა მას მყარი პოზიცია ჰქონდა. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი მამუკა მდინარაძეს იმ ყველაფრისთვის, რაც გაკეთებული აქვს ქვეყნისა და გუნდისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 185 სტატია.

  • ფაშინიანმა კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია | მთავრობაBM.GE
  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვიაიმედი
  • ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობასრუსთავი 2
  • „იყავი ჩემი ხმა“ - ცხოველთა უფლებების დამცველებმა კობახიძის სამსახურთან აქცია გამართესტვ პირველი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

საგარეო: ნეპალში, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა

საგარეო: ნეპალში, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა

ფორმულა

კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია

კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "საკუთარი ნებით"

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "საკუთარი ნებით"

ფორმულა

ნეპალში ძლიერი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა

ნეპალში ძლიერი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა

ფორმულა