მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კობახიძე: დიფ სთეითი სანქციებითა და რეზოლუციებით ცდილობს საქართველოზე ზეწოლას
კობახიძე: დიფ სთეითი სანქციებითა და რეზოლუციებით ცდილობს საქართველოზე ზეწოლას

კობახიძე: დიფ სთეითი სანქციებითა და რეზოლუციებით ცდილობს საქართველოზე ზეწოლას

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე დიფ სთეითსა და მის გავლენებზე ისაუბრა. კობახიძის აზრით, "ქართული ოცნების" პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, სადაც დიფ სთეითი იყენებს ყველა იმ ბერკეტს, რომელიც არსენალში აქვს.

"იოლად ახსნადია ისიც, თუ რატომ იქცა საქართველო, ქართველი ხალხი და მის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლება "დიპ სტეიტის" მთავარ სამიზნედ 2022 წლის შემდეგ, როდესაც საქართველომ მეორე ფრონტის გახსნაზე და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე უარი თქვა, ანუ არ წავიდა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, 2008 წლისგან განსხვავებით არ წამოეგო დიფ სთეითის მორიგ ავანტურას და საკუთარი სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ეკონომიკის მტკიცედ დაცვა გადაწყვიტა.

სწორედ საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც "დიპ სტეიტს" აქვს არსენალში, მათ შორის ერთ დროს ავტორიტეტულ ევროპულ ინსტიტუტებს. სწორედ ამ პროცესის ნაწილია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაც, რომელიც სრულად იმეორებს აბსურდულ ბრალდებებს, რომლებსაც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატია საქართველოში რადიკალიზმისა და რევოლუციური პროცესების წასახალისებლად იყენებს, რაც, მათი გათვლით, საბოლოოდ, ხელისუფლების ცვლილებით და ხელისუფლებაში მათი მორჩილი აგენტურის დაბრუნებით უნდა დასრულდეს...

ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები - ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა "დიპ სტეიტს" ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ბოლო წლებში ჩავარდნილი რევოლუციების შემდეგ, ამ კუთხით მათი რესურსი სრულად მიილია. ამიტომ, ისინი ახლა სწორედ სანქციებითა და რეზოლუციებით ცდილობენ ქვეყანაზე ზეწოლას, რათა საქართველოს მოსახლეობამ სწორი გზიდან გადაუხვიოს.

თუმცა ვიდრე "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქართველი ხალხის დაკვეთას პირნათლად ასრულებს და ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, უდიდესი გამოწვევების ფონზე, სუვერენიტეტის დაცვას და ეროვნული პოლიტიკის გატარებას მტკიცედ და პრინციპულად განაგრძობს, ეს მცდელობაც წარუმატებლობისთვის არის განწირული", - თქვა კობახიძემ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 185 სტატია.

  • ფაშინიანმა კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია | მთავრობაBM.GE
  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვიაიმედი
  • ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობასრუსთავი 2
  • „იყავი ჩემი ხმა“ - ცხოველთა უფლებების დამცველებმა კობახიძის სამსახურთან აქცია გამართესტვ პირველი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

საგარეო: ნეპალში, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა

საგარეო: ნეპალში, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა

ფორმულა

კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია

კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "საკუთარი ნებით"

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "საკუთარი ნებით"

ფორმულა

ნეპალში ძლიერი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა

ნეპალში ძლიერი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა

ფორმულა