
ფაშინიანმა კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია | მთავრობა
BM.GE|bm.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია, რომელსაც ერევანი, გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში, ოქტომბერში უმასპინძლებს.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს სამიტზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე", - წერია პრეს-რელიზში.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge