მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პაპუაშვილი: 2028 წლამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართველების თვალში ნდობა აღადგინოს
პაპუაშვილი: 2028 წლამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართველების თვალში ნდობა აღადგინოს

პაპუაშვილი: 2028 წლამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართველების თვალში ნდობა აღადგინოს

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პასუხობს კითხვას - 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აპირებს თუ არა ხელისუფლება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მოწვევას. პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისია 2024 წელს ზეწოლას განიცდიდა და ახლა მნიშვნელოვანია მისიამ ნდობა აღიდგინოს ქართველი ხალხის თვალში.

"რაც შეეხება 2028 წელს, ფაქტია, რომ 2024 წელს იყო ზეწოლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე და კომისიაზე, რათა მათ გაეყალბებინათ ანგარიში. ამ ზეწოლას იმ მომენტში შედეგი არ ჰქონდა და ვერ გაიტანეს ეს ზეწოლა. ჩვენ ახლა, როცა ვუყურებთ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, გვიჩნდება კითხვა, რამდენად იქნება მომავალში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია მდგრადი, მტკიცე ამგვარი ზეწოლის წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენ, ამ რეზოლუციამ შეგვირყია რწმენა და იმაში, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რომელიმე მისია იქნება მტკიცე ზეწოლის წინაშე. ამიტომ, ჯერ ეუთოს საპარლამენტოა ასამბლეამ უნდა დაარწმუნოს ქართველი ხალხი, რომ ის ისევ გაუძლებს ევროსაბჭოს თუ სხვათა ზეწოლას, როგორც ამას გაუძლო 2022 წელს. გამოდის, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ამ რეზოლუციით შეარყია ქართველი ხალის ნდობა მის მიუკერძოებლობაში, ამიტომ, მნიშვნელოვანია 2028 წლამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ აღადგინოს ქართველი ხალხის თვალში ნდობა, რომ ჩვენ გვჯეროდეს, ისინი გაუძლებენ არაკეთილმოსურნეების ზეწოლას და არ გააყალბებენ საკუთარ ანგარიშს", - თქვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:
F

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცა

რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცა

ფორმულა

ლევან იოსელიანმა ალეკო ელისაშვილის განაჩენზე კომენტარი გააკეთა

ლევან იოსელიანმა ალეკო ელისაშვილის განაჩენზე კომენტარი გააკეთა

ფორმულა

ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით პატიმრობა მიესაჯა

ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით პატიმრობა მიესაჯა

ფორმულა

უკრაინამ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 15 ხომალდზე მიიტანა იერიში

უკრაინამ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 15 ხომალდზე მიიტანა იერიში

ფორმულა