მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ევროპის ლიდერები უკრაინასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ
ევროპის ლიდერები უკრაინასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ

ევროპის ლიდერები უკრაინასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ

ფორმულა|formulanews.ge

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, ესპანეთის, შვედეთის, ნიდერლანდების, ნორვეგიისა და დანიის ლიდერები უკრაინასთან ერთად ინტეგრირებული ანტიბალისტიკური კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ.

განცხადების თანახმად, ინიციატივის მიზანია ევროპის ინტეგრირებული სარაკეტო თავდაცვის არქიტექტურის შექმნა, რომელიც მომავალში ბალისტიკური სარაკეტო საფრთხეების შეკავებასა და მოგერიებას უზრუნველყოფს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროექტი კოლექტიურ ძალისხმევას, ტექნოლოგიურ ღიაობასა და სანდო სამრეწველო თანამშრომლობას დაეფუძნება.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი კოალიცია შეავსებს უკვე არსებულ ბალისტიკური თავდაცვის სისტემებს, მათ შორის იმ ევროპულ სისტემებს, რომლებიც მონაწილე ქვეყნებმა უკვე შეიძინეს ან მომავალში შეიძენენ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტა

კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტა

ფორმულა

კობახიძე მდინარაძეზე: მას ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა

კობახიძე მდინარაძეზე: მას ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა

ფორმულა

საგარეო: ნეპალში, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა

საგარეო: ნეპალში, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა

ფორმულა

კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია

კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია

ფორმულა