მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რუსეთში დრონების შეტევის შემდეგ „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსში ხანძარი გაჩნდა
რუსეთში დრონების შეტევის შემდეგ „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსში ხანძარი გაჩნდა

რუსეთში დრონების შეტევის შემდეგ „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსში ხანძარი გაჩნდა

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის ბაშკორტოსტანის რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებული შეტევის შემდეგ, „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსში აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი წყაროები და სოციალური ქსელების მომხმარებლები იუწყებიან.

არსებული ინფორმაციით, შეტევის სამიზნე სწორედ „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ იყო. ადგილობრივების თქმით, აფეთქებების ხმა რამდენჯერმე გაისმა. საწარმო რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური კომპლექსია, რომელიც წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს.

ამასთან, აფეთქებების შესახებ ცნობები ვრცელდება კრასნოდარის მხარის ქალაქ გელენჯიკიდანაც. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შემდეგ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

რუსეთის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. ასევე უცნობია, არის თუ არა დაშავებულები და რა მასშტაბის ზიანი მიადგა ობიექტებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის ზღვაში 6-დღიანი ძებნის შემდეგ 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაში 6-დღიანი ძებნის შემდეგ 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ფორმულა

ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ყაჩაღბის დროს ქალი შემოაკვდათ

ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ყაჩაღბის დროს ქალი შემოაკვდათ

ფორმულა

დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადა

დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადა

ფორმულა

ნორვეგიის გარდაცვლილ მეფე ჰარალდ V-ეს სამეფო ტახტზე მისი ვაჟი ჰააკონი შეცვლის

ნორვეგიის გარდაცვლილ მეფე ჰარალდ V-ეს სამეფო ტახტზე მისი ვაჟი ჰააკონი შეცვლის

ფორმულა